ავტორი:

"ველური გულის" მსახიობი ედიტ გონ­სა­ლე­სი გარდაიცვალა

"ველური გულის" მსახიობი ედიტ გონ­სა­ლე­სი გარდაიცვალა

90-იანი წლების პოპულარული მექსიკური სერიალის "ველურის გულის" მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ტელემუნდო" ავრცელებს. მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

მან თმების გარეშე არაერთი ჟურნალისთვის იპოზიორა. სურდა, შვილისთვის მამაცი დედა ყოფილიყო და დარწმუნებული იყო, რომ სიმსივნეს დაამარცხებდა. დაავადების შესახებ მსახიობმა პირველად 2017 წელს ისაუბრა.

"სიმსივნეზე იუმორით ვლაპარაკობ. ეს არავის ესმის, რადგან მე შავი იუმორი მაქვს, თუმცა არ მივცემ ნებას, დამამარცხოს - არც სულიერად, არც ფიზიკურად" - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გონსალესმა.

მსახიობს ერთი ქალიშვილი დარჩა, კონსტანცა, რომელიც მექსიკელი პოლიტიკოსისგან, სანტიაგო კრილისგან შეეძინა. ედიტ გონსალესმა უამრავ სერიალში ითამაშა, თუმცა ქართველ მაყურებელში პოპულარობა მას "ველურმა გულმა" მოუტანა. სერიალში მისი პარტნიორი ედუარდო პალომო იყო. "ხუანის" როლის შემსრულებელი 41 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ავსტრალიაში ხანძარმა ცა წითლად შეღება - ცეცხლი ძლიერდება, ხალხი თავის გადასარჩენად ზღვაში შედის

ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ავღანეთში "თალიბების" ერთ-ერთი მეთაური მოკლეს