ავტორი:

თუშეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა - ფოტო ტრაგედიის ადგილიდან

თუშეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა - ფოტო ტრაგედიის ადგილიდან

თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა პირებმა განუცხადეს, დიდი სიმაღლიდან ჯიპის მარკის ავტომობილი გადავარდა.

თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებულია 40 წლის მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავს.

შიდა ფოტო: თუშეთი შენაქოს "ფეისბუქის" გვერდიდან

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. გადაკეტილია თუშეთის გზის გარკვეული მონაკვეთი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი