ავტორი:

"ტკივილი და დიდება" - პედრო ალმადოვარის ახალი ფილმის ჩვენება "ამირანში" ორიგინალ ენაზე შედგა

"ტკივილი და დიდება" - პედრო ალმადოვარის ახალი ფილმის ჩვენება "ამირანში" ორიგინალ ენაზე შედგა

ევროპული კინოს გამორჩეული რეჟისორის, პედრო ალმადოვარის ახალი ფილმი მაყურებელმა უკვე იხილა. ფილმში მთავარ როლს ანტონიო ბანდერასი და პენელოპა კრუსი ასრულებენ. კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის "ტკივილი და დიდება" პრემიერა "ამირანში" ორიგინალ ენაზე, ქართული სუბტიტრებით შედგა.

ფილმის სიუჟეტის ისტორია შთაგონებულია მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპიდან. ეს არის ფილმი დაბერებული რეჟისორის შესახებ, რომელსაც კინოს გადაღება აღარ შეუძლია. ის ხვდება დედას, ყოფილ კოლეგას და საყვარელ ქალებს. ფილმისთვის მოქმედების ადგილი კინოსტუდია El Deseo-ა.

ფილმი ქართული სუბტიტრებით წარმოადგინეს, რაზეც კინოთეტარი "ამირანი" ასეთ განმარტებას აკეთებს:

"კინოთერატრები მაქსიმალურად ითვალისწინებენ მაყურებლის მოთხოვნებს და ინტერესებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ალმადოვარის ახალი ნამუშევრის ესპანურად ჩვენება ქართული სუბტიტრებით".

როგორც აღნიშნავენ, ისინი ამ ტრადიციის დანერგვას აპირებენ და მომავალშიც გამორჩეული საავტორო ფილმებს ორიგინალურ ენაზე ქართული სუბტიტრებით შესთავაზებენ. ქართველი მაყურებელი მალე ნახავს კანის გამარჯვებულ ნამუშევარს "პარაზიტებს", ასევე ჯიმ ჯარმუშის ახალ ნამუშევარს “The Dead don’t die” და არაერთ სხვა საინტერესო ფილმს დიდ ეკრანებზე ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

"ორიგინალი ენა და ქართული ტიტრები გვინდა" - ასეთია ქართველი მაყურებლის მოთხოვნა, რომელსაც კინოთეატრი უსრულებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი