ავტორი:

კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსის მეორე ეტაპი დასრულდა

კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსის მეორე ეტაპი დასრულდა

ბინა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, ადგილები სხვადასხვა სპორტული აქტივობებისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო. მეტიც, მყუდრო, მშვიდი და ადამიანების საჭიროებებზე მორგებული გარემო აქვე, თბილისში, კერძოდ, დიღომში, კომპანია „მაქრო ქონსრაქშენმა“ შექმნა.

საუბარია, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდ საცხოვრებელი კომპლექსზე „მწვანე ალმასი“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია განთავსებული. ამასთან, თანამედროვე, კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეშია გაერთიანებული.

„მწვანე ალმასის“ მშენებლობა სულ სამი ეტაპისგან შედგება და ჯამში 70.000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის 28 მაისს დასრულდა.

რაც შეეხება საცხოვრებელი კომპლექსის საინვესტიციო ღირებულებას, 112 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება პარასკევს გაიმართა. კარგი მუსიკა, აცეკვებული მიმტანებები, სინქრონული ცურვის რამდენიმე ნომერი კომპლექსის ღია საცურაო აუზში, სხვადასხვა გათამაშებები და აქტივობები, ღონისძების სტუმრებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

კითხვაზე, რატომ „მწვანე ალმასი“? - ადგილობრივი მცხოვრები, ლიკა სირაძე ამბობს, რომ ბევრი მიზეზის გამო: „თავიდან „მწვანე ბუდაპეშტში“ გვინდოდა ბინის შეძენა, მაგრამ როდესაც ამ კომპლექსის შესახებ გავიგეთ, ყველა გაყიდული იყო. მას შემდეგ, რაც „მწვანე ალმასის“ მშენებლობა დაიწყო, აქ გადავწყვიტეთ ყიდვა. პირველი ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო, რომ არცერთი დღით არ გადაცილებულა პროექტის ჩაბარების თარიღი, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ქართულ ბაზარზე. მეორე, კომპლექსში არსებული გარემო ყველა საჭიროებაზე მორგებულია და მაქსიმალურ კომფორტს გიქმნის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პატარა შვილი გყავს. იმიტომ, რომ თბილისის პირობებში კარგი ჰაერი, დიდი, დაცული ეზო და მითუმეტეს აუზი წარმოუდგენელი სიამოვნებაა“.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი სოფო წამალაშვილი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი”, ოლიმპიურ კომპლექსთან, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და მერიის მიერ დაანონსებულ პროექტ - „დიღმის ჭალებთან“ ერთად დიღმის რაიონის ამ კონკრეტულ უბანს კიდევ უფრო განავითარებს და მას დამატებით ღირებულებებს შემატებს.

„ეს ტერიტორია არის ადგილი, რომელიც დაანონსებული პროექტებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში განვითარდება, შესაბამისად, ასეთ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები, თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, თავისი მასშტაბით, კომპლექსი მოიცავს 7 ჰექტარ ტერიტორიას, რომელსაც აქვს თავისი გამართული ინფრასტრუქტურა. წარმოიდგინეთ, პროექტის 1/3 ნაწილი მთლიანად რეკრეაციულ ზონას ეთმობა. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენივე პროექტის, „მწანე ბუდაპეშტის“ ხაზს - რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე ქალაქში, რადგან ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია თბილისში“,-ამბობს სოფო წამალაშვილი.

„მაქრო ჯგუფის“ PR-ისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსის, ბესიკ ლილუაშილის თქმით, „მწვანე ალმასი“ ჯამში 1770-ზე მეტ საცხოვრებელ ადგილს ქმნის, სადაც თითოეული მცხოვრები კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებს ყველა სერვისის მიღებას.

„ეს გახლავთ კომპანია „მაქრო კონსთრაქშენის“ მორიგი საცხოვრებელი პროექტი. პირველი იყო „მწვანე ბუდაპეშტი“, რომელიც საკმაოდ რეზონანსული იყო და ქალაქის ცენტრში მივიღეთ ისეთი კომპლექსი, რომელიც გათვლილია მომხმარებლის სურვილზე, საჭიროებაზე და ყველაფერი ერთ, მწვანე სივრცეშია გაერთიანებული. სწორედ ამის გათვალისწინებით დაიგეგმა „მწვანე ალმასის“ მშენებლობა და სტუმრებს უკვე მეორე ეტაპის დასრულების აღსანიშნავ მიღებაზე ვსტუმრობთ.

პროქტი სულ სამი ეტაპისგან შედგება და მესამე ფაზა სექტემბერში დაიწყება.

ჯამში მივიღებთ 1770-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, აქვე იქნება კომერციული ფართები, სკოლა, ბაღი, ანუ, ადამიანები კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებენ ყველა სერვისის მიღებას. ყველაფერი ეს გამომდინარეობს ჩვენი კომპანიის ურყევი რწმენისგან - მოიტანოს სარგებელი იმ ქვეყნსთვის და იმ ხალხისთვის, რომელშიც ოპერირებს“,-აღნიშნავს ბესიკ ლილუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულების მამოძრავებელი კომპანიაა. „მაქრო ჯგუფმა” საქართველოში ინვესტიციების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო და არსებობის 6 წლის განმავლობაში საქართველოში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელში ჩადებული ჯამური საინვესტიციო მოცულობა 270 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

განხორცილებეულ პროექტებს შორისაა: ავეჯის საწარმო „გლორია" აჭარაში, ავეჯის მაღაზია-სალონების ქსელი „ბელისა“ თბილისში, საცხოვრებელი კომპლექსი„მწვანე ბუდაპეშტი“. გარდა ამისა, 2015 წელს „მაქრო ჯგუფმა“ დააარსა კიდევ ერთი ახალი მიმართულება, „მაქრო ტურიზმი“ და სასტუმროების საერთაშორისო ქსელ „აკორთან“ ერთად თბილისში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Mercure Tbilisi Old Town” გახსნა. 2016 წლიდან „მაქრო ჯგუფი“ სარესტორნო ბიზნესშიც შევიდა და ქვე-ბრენდის, „მაქრო ფუდი“ სახელით, ახალი რესტორანი „დაინჰოლი“ გახსნა.

ასევე, სასტუმროების ქსელ „აკორთან“ თანამშრომლობით თბილისში კიდევ ერთი ბრენდ სასტუმრო, “Ibis Styles Hotel”-ი გახსნა. 2017 წელს კი, „მაქრო ჰოუმის“ ქოლგის ქვეშ საქართველოში საოჯახო ნივთებისა და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელი “Madam COCO” შემოვიდა.

2019 წელს „მაქრო ქონსთრაქშენმა“ ორჯერ გაიმარჯვა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც და ზუგდიდში დევნილებისთვის მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დაიწყო.

ამასთან, „მაქრო ტურიზმმა“ თბილისში კიდევ ერთი 4-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს, ნოვოტელის მშენებლობა დაიწყო, რომლის მართვასაც სასტუმროების საერთაშორისო ქსელი „აკორი“ განახორციელებს.

ავტორი: ნინი ქეთელაური

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი