ავტორი:

"ჩემი და გუბერნატორის სურვილი ერთმანეთს დაემთხვა" - რატომ გადადის ზურაბ ანთელავა ზუგდიდში საცხოვრებლად და რას ფიქრობს "კვაზი მანტკავაზე"

"ჩემი და გუბერნატორის სურვილი ერთმანეთს დაემთხვა" - რატომ გადადის ზურაბ ანთელავა ზუგდიდში საცხოვრებლად და რას ფიქრობს "კვაზი მანტკავაზე"

თბილისში ჩამოსული, ნათესავებზე გულაცრუებულ-გაბრაზებული კვაზი მანტკავა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გარშემო მყოფებს თავისი ოინებით თავსატეხს უჩენს, კვაზის როლის შემსრულებელი - მსახიობი ზურაბ ანთელავა კი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა. მსახიობი საკუთარ გადაწყვეტილებასა და "კვაზი მანტკავაზე" ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში საუბრობს:

- ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა - ბადრი წერედიანმა თეატრში მიმიღო, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კი ბატონმა მანუჩარ სამუშიამ რეჟისორ-კონსულტანტად მიმიწვია. ასე რომ, ზუგდიდში გადავბარგდი. უბრალოდ, თვე-ნახევრით ესპანეთში ვიყავი წასული. ჯანმრთელობის მხრივ, კარგად ვერ ვარ, თუმცა სერიოზული არაფერია. ახლა უკვე ზუგდიდში გამგზავრებას ვაპირებ.

- ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?

- არა. ჯერ ერთი, მე ხომ ზუგდიდელი ვარ და მეორეც: ზუგდიდში ანთელავამ თავისი კვალი ხომ უნდა დატოვოს? ანთელავები წარმოშობით ზუგდიდიდან ვართ. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, როგორც ქვეყნის, ასევე ქალაქის ღირსებისთვის. მინდა, სანამ ცოცხალი ვარ, რაღაც გავაკეთო. თანაც, გუბერნატორი ძალიან მოწადინებულია, რომ კულტურის სფერომ წინ წამოიწიოს. ჩემი სურვილი და მისი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა. ზუგდიდის თეატრში მსახიობად მიმიწვიეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: ვიცი, თუ როგორ უნდა ავაშენო თეატრი. დღესდღეობით, საქართველოში არსებული თეატრებიდან ისე არც ერთს უჭირს, როგორც ზუგდიდის თეატრს. ცოდნა მაქვს, მეგობრები და თანამოაზრეები მყავს, რომლებიც ხელს შემიწყობენ, რომ ამ თეატრმა თავისი სათქმელი თქვას.

- ძალიან კარგი. ბატონო ზურაბ, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", ახლობლებზე გაბრაზებული თქვენი პერსონაჟი - კვაზი მანტკავა ეტლში ჩაჯდა. რეალურ ცხოვრებაში, თქვენ როგორ გამოხატავთ სიბრაზეს?

- (იცინის) სხვადასხვანაირად. გააჩნია, რის გამო ვბრაზდები. არსებობს ისეთი გაბრაზება, რომელიც უნდა "გაატარო" - შეიძლება, არც სხვამ შეამჩნიოს და თავადაც არ უნდა შეიმჩნიო. ისეთი სიბრაზეც არის, რომელიც აუცილებელია, "გამოვიდეს". მქონია შემთხვევა, როცა ყვირილი მინდოდა. წყნარად ვითმენდი, მაგრამ ეს იცი, როგორი სიწყნარეა ხოლმე? შინაგანად რომ ვდუღვარ და გარეგნულად არაფერი მეტყობა. შეიძლება, თავად მგონია, რომ არ მეტყობა, მაგრამ სხვაგვარად რომ იყოს, ვინმე ხომ მეტყოდა, - ასე რატომ ხარო?.. ასეთ დროს თავს ვიკავებ, მაგრამ მინდა, ვიღრიალო, ვიხავლო!.. გაბრაზება სიხარულის ანტიპოდია. ხანდახან ადამიანებს როგორც სიხარულის, გაბრაზების გამოხატვაც უჭირთ ხოლმე. ზოგჯერ მირჩევნია, ადამიანს გავერიდო, ხან კი მინდა - დავგლიჯო, ნაწილებად დავშალო. გააჩნია, ვისგან მოგხვდება და როგორი დარტყმაა. გაბრაზება ყოველთვის ისეთი ემოციაა, რომელსაც არ ელოდები. გჯერა, მაგრამ რწმენა და სიმართლე გიმტყუნდება.

- მოდი, კვაზი მანტკავას საქციელზე ვისაუბროთ, როცა კვაზის თვალში, მისი საახლობლო წახდა და თავად ეტლში ჩაჯდა...

- აი, გარშემო მყოფმა ვითომ მოსიყვარულე ხალხმა ადამიანი სადამდე მიიყვანეს (ყველა ეფერება - ყველა ფლიდობდა), მისი და თავიანთი ღირსებაც ფეხქვეშ გათელეს. კვაზიმ ეს ვერ გადაიტანა. ამჯობინა, ისევ სავარძელში ჩამჯდარიყო - არ ესმოდეს და არ დაინახოს. მის გარშემო მყოფებმა სახე დაკარგეს. "ჩემი ცოლის დაქალებში" სწორედ ეს იდეაა, რომ ჩვენს ერს ვაჩვენოთ, სად და რა გვტკივა, რომ ვუმკურნალოთ. თითქოს გასართობი სერიალია, მაგრამ ამაში ის სიბრძნეა ნაჩვენები, რომ შეუმდგარი ადამიანების შემხედვარენი ჩვენც ასეთად არ გადავიქცეთ. მთელი ქვეყანა სავარძელში ხომ არ ჩავსხდებით, არა?...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი