ავტორი:

ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა

ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე(ტოჩინოშინი) თბილისში ჩამოვიდა. სუმოისტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ. ტოჩინოშინს სიმღერით შეხვდნენ. ტოჩინოშინმა ქართველ გულშემატკივრებს მადლოვა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა მისთის ძალიან მნიშვნელოვანია.

ლევან გორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოძეკის წოდება დაიბრუნა, რაც შეეხება ჩემპიონობას, ტოჩინოშინი მის დაბრუნებას მომავალი წლისთვის იმედოვნებს.

„ამდენწლიანი გულშემატკივრობისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მართლაც ძალიან დაძაბული მაისის ბაშო მქონდა, დასაბრუნებელი გვქონდა ოძეკის წოდება, ტიტული. ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ისე, რომ წოდება დავიბრუნეთ, თუმცა სამწუხაროდ, ჩემპიონობა დავკარგეთ.“ - განაცხადა ლევან გორგაძემ.

რაც შეეხება ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც, მსაჯების გადაწყვეტილებით, ქართველი სუმოისტი ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხებულად გამოაცხადეს, ლევან გორგაძემ აღნიშნა, რომ ეს მსაჯების შეცდომა იყო, რომელსაც აღარაფერი ეშველება.

„შეცდომა დაუშვეს. სიმართლე ვთქვათ, მსაჯების შეცდომა იყო, მაგრამ ალბათ, ასეთი რაღაც ყოველთვის, ყველა სპორტში ხდება და ამას არაფერი აღარ ეშველება. რა ვუყოთ, მომავალი წინ არის.“ - აღნიშნა ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება, რომლის შემდეგაც, ის იაპონიაში დაბრუნდება.

"სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ სიცხადის შემოტანის მიზნით განვმარტავ..." - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით და როგორ პასუხობს წულუკიანს?

"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისის ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება