ავტორი:

"ყველაზე ცხელი" სამი ქართველი მოდელი "ინსტაგრამიდან"

"ყველაზე ცხელი" სამი ქართველი მოდელი "ინსტაგრამიდან"

ცნობილი ქართველი მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე ყოველთვის იდეალურ ფორმაშია. სანდრა ამისთვის ბევრს ვარჯიშობს და სწორად იკვებება.

ის საკუთარ რჩევებს ხშირად უზიარებს მკითხველს და "ინსტაგრამზე" უამრავი მიმდევარიც ჰყავს. ალექსანდრა ახლა დუბაიში იმყოფება, სადაც ერთ-ერთ ბრენდთან თანამშრომლობს.

ქართველი მოდელი ქეთა ღამბაშიძე თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი გოგოა. 27 წლის ქეთას მსახიობ მონიკა ბელუჩის ამსგავსებენ. მოდელს "ინსტაგრამზე" უამრავი მიმდევარი ჰყავს.

"ინსტაგრამზე" პოპულარობით სარგებლობს ასევე "მის საქართველო 2018"-ის გამარჯვებული ნინი გოგიჩაიშვილი. 26 წლის ნინი ცნობილი ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის და ჟურნალისტის ნათია ბანძელაძის ქალიშვილია. ნინის უფროსი და ნანუკა გოგიჩაიშვილი 2009 წელს მონაწილეობდა "მის საქართველოს" კონკურსში და ვიცე მისი გახდა.