ავტორი:

ქართველი ჟურნალისტი ამერიკელ პოლიტიკოსზე დაქორწინდა - „ყველაფერი ულამაზესი იყო, ამინდი, სტუმრები, ატმოსფერო, მუსიკა...“

ქართველი ჟურნალისტი ამერიკელ პოლიტიკოსზე დაქორწინდა - „ყველაფერი ულამაზესი იყო, ამინდი, სტუმრები, ატმოსფერო, მუსიკა...“

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ამერიკელ პოლიტიკოსზე დაქორწინდა. მისი რჩეული უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერია.

მეურმიშვილმა ქორწინების ცერემონიალის ფოტოები „ფეისბუქზე“ განათავსა - საზეიმო მიღება სასტუმრო „ჰეი ადამსში“ გამართეს, საიდანაც თეთრი სახლისა და ვაშინგტონის მონუმენტის ხედი იშლება.

„ყველაფერი ულამაზესი იყო, ამინდი, სტუმრები, ატმოსფერო, მუსიკა...“ - წერს ჟურნალისტი.

კურტ ვოლკერი 54 წლისაა, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის - აშშ-ს ელჩად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს