ავტორი:

"არ მგონია, "ჩემი" ამდენი სისულელე ჩიკამ ბოლომდე აიტანოს" - რა მოლოდინები აქვს ქეთი წიქვაძეს "ლეკასთან" დაკავშირებით და რას ამბობს მაკა ჩიჩუაზე

"არ მგონია, "ჩემი" ამდენი სისულელე ჩიკამ ბოლომდე აიტანოს" - რა მოლოდინები აქვს ქეთი წიქვაძეს "ლეკასთან" დაკავშირებით და რას ამბობს მაკა ჩიჩუაზე

ქეთი წიქვაძე ცნობილი ხელოვანების ოჯახში გაიზარდა. მსახიობის პროფესიის დაუფლებაზე უფიქრია, თუმცა საბოლოოდ, განათლება მაინც სხვა მიმართულებით მიიღო. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ქეთი ჩიკას ერთ-ერთი დაქალის როლით გამოჩნდა, რომლის თავსაც ბოლო დროს საინტერესო ამბები ხდება...

- თეატრალურ უნივერსიტეტში, ტელე-კინოპროდიუსინგის ფაკულტეტზე ვსწავლობდი (მგონი, ეს ფაკულტეტი სულ რაღაც 4 წელი არსებობდა) - კოკა ყანდიაშვილის ჯგუფი იყო. წინათ სამსახიობო სფეროსთან შეხება არ მქონია. "ჩემი ცოლის დაქალებში" ლეკას როლი ჩემთვის პირველია.

- ამ სერიალში როგორ მოხვდი?

- რეჟისორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც უბრალოდ, "გამარჯობით" ვიცნობდი, კლუბში შემხვდა, პირდაპირ მოვიდა და მითხრა, - ხვალ სინჯზე მოდიო. მეორე დღეს მივედი, ოღონდ თვითონ არ დამხვედრია - კასტინგის მენეჯერი დამხვდა. როცა გამოვედი, რეჟისორმა, - ვა, მოხვედიო? წინადღეს ისე ვესაუბრე, რომ ეტყობა, ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, თუ მივიდოდი... მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ გადაღებები უნდა დაგვეწყო.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენს როლზე ვისაუბროთ: ლეკასთან რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გაქვს?

- საერთოს ვერაფერს ვპოულობ. როლის შესრულებისას შეიძლება, ჩემი მიმიკა ან ღიმილი "გამეპაროს" (რასაც ვცდილობ, არ დამემართოს), მაგრამ აი, რადგან პროფესიონალი არ ვარ, ეტყობა, ყოველთვის არ გამომდის (იღიმის). შესაძლოა, ამას მხოლოდ მე ვამჩნევ. დანარჩენს (ხასიათი, იმიჯი, ღირებულებები...) რაც შეეხება, მგონი, ჩვენ შორის ყველაფერი აცდენილია. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ეს გოგო ისეთი შტერია, რომ ძირითადად, დუბლების ჩაშლა და ახლის ჩაწერა გვჭირდება იმის გამო, რომ მაქსიმალურად თავის "გადებილება" მიწევს, რაზეც ხანდახან ძალიან მეცინება.

- ყოფილ პირველ ლედისთან - მაკა ჩიჩუასთან საერთო ეპიზოდებზე რას გვეტყვი?

- მასთან პირველი შეხება 2 დღის წინ მქონდა. რომ მოვიდა, რატომღაც მეგონა, რომ ამ ქალს ვიცნობდი. შეიძლება იმიტომ, რომ ოდესღაც სადმე შევხვედრივართ. როგორც ახლობელს, ისე დავუწყე ლაპარაკი. თავადაც ასე მოიქცა. ძალიან საინტერესო იყო, მომეწონა. პირველ რიგში, ჩემთვის ატმოსფერო შეიცვალა, რადგან რეალურად, სერიალში ერთსა და იმავე კაფეში ან სამზარეულოში გოგონები ვისხედით და უაზროდ ვტლიკინებდი. ახლა ისე მოხდა, რომ სხვა გოგოებთან ერთად წავედი, აზრს სხვებს ვეკითხები. სცენარში ჯერ არ ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გოგოების "სასტავთან" ხშირად "გადავიკვეთები", რადგან არა მგონია, "ჩემი" ამდენი სისულელე ჩიკამ ბოლომდე აიტანოს (იცინის).

- შენი აზრით, როგორია გოიმი ადამიანი?

- ჩემთვის გოიმობა ტვინით უფრო განისაზღვრება, ვიდრე უბნიდან და ტანსაცმლის ბრენდიდან. განათლებას, ბევრი წიგნის წაკითხვას არ ვგულისხმობ: რაღაცნაირად, შინაგანი სიგოიმე არსებობს (ცოტათი "ბნელი" ადამიანები რომ არიან და ყოველდღიურობაში, სტერეოტიპულად აზროვნებენ).

- ლეკას მსგავსად, შენც გყავს სადაქალო, რომელსაც ხშირად ხვდები და სხვადასხვა საკითხს განიხილავთ? მათ აზრს ითვალისწინებ?

- კი, ჩემი ბავშვობის მეგობრებთან დღემდე მჭიდრო კონტაქტი მაქვს. საკითხს გააჩნია: რომ ვთხოვდებოდე, ალბათ, ვეტყოდი, მაგრამ თავად გადავწყვეტდი. გამორიცხულია, ადამიანზე სხვისმა, მით უმეტეს - მეგობრის და ოჯახის წევრის აზრმა არ იმოქმედოს, მაგრამ თუკი შინაგანად რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა, მაგრამ უარს იმიტომ ამბობ, რომ მეგობარს ეს გოიმობად მიაჩნია, აი, გოიმობა ზუსტად ეს არის. შენს ცხოვრებაში თავად წყვეტ, რისი გაკეთება გინდა. თუ მეგობრის აზრი გადაწონის შენს სურვილს, ე.ი. ის რაღაც შენთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი