ავტორი:

„მინა ბლოკი" - მრავალფუნქციური ნივთი თქვენი სახლისთვის, რომელიც ინტერიერს ალამაზებს

„მინა ბლოკი" - მრავალფუნქციური ნივთი თქვენი სახლისთვის, რომელიც ინტერიერს ალამაზებს

ყველა სამშენებლო მასალას აქვთ მისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფუნქცია და უპირატესობა, თუმცა არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც მრავალფუნქციურია და დროთა განმავლობაში არ კარგავს მნიშვნელობას.

ასეთია მინა ბლოკი- ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტი, რომელსაც ძირითადად აგურის ფორმა აქვს. მინა ბლოკი სხვადასხვა ფორმისა და ფერის სპეციალური ელემენტებისგან არის აწყობილი და მას მრავალფუნქციური თვისება აქვს. კერძოდ, მინა ბლოკი, როგორც თერმული ბარიერი, ოთახს არსებულ ტემპერატურას უნარჩუნებს, ასევე მისი სტრუქტურიდან გამომდინარე (ბლოკის შიდა ნაწილში სიცარიელეა, ხოლო გარედან მყარი მასა აქვს) ახშობს ხმას. აღსანიშნავია, რომ მინა ბლოკის კედელი უკეთ ახშობს ხმას, ვიდრე იგივე სისქის აგურის კედელი.

ზოგიერთი ტიპის მინა ბლოკი არის ტყვია გაუმტარი, უძლებს ცეცხლს და ქარიშხალს, კერძოდ, 60 წუთის განმავლობაში შეუძლია ხელი შეუშალოს ცეცხლისა და კვამლის გავრცელებას. რთულია მისი გატეხვაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გარკვეულწილად გიცავთ სახლის გაძარცვის საფრთხისგანაც.

მინა ბლოკი არის შესანიშნავი საშუალება ენერგიის დასაზოგად. რადგან სითბოს შენარჩუნებასთან ერთად იგი ბუნებრივი სინათლის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.

გარდა ამისა მინა ბლოკს დეკორატიული ფუნქციაც აკისრია, რამდენადაც მისი ფერადი მოდელების გამოყენებისას თქვენი ოთახის ინტერიერი ხდება უცხო და მრავალფეროვანი. მას გამოიყენებენ ასევე ოთახში გამყოფი ტიხრების, ვიტრაჟის, დეკორატიული კედლის მოსაწყობად.

მინა ბლოკის ფართო არჩევანი შეგიძლიათ იხილოთ ჰიპერმარკეტების ქსელში "მოდუსი” www.modus.com.ge

R

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა

ქართული საგანმანათლებლო მოდელის პირველი მასშტაბური ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა