ავტორი:

ილუზიონისტი, რომელიც მდინარეში გალიით ჩაუშვეს, ფოკუსის შესრულებისას დაიხრჩო - ინდოელმა სამართალდამცველებმა ცხედარი იპოვეს

ილუზიონისტი, რომელიც მდინარეში გალიით ჩაუშვეს, ფოკუსის შესრულებისას დაიხრჩო - ინდოელმა სამართალდამცველებმა ცხედარი იპოვეს

ინდოეთის პოლიციამ მიაგნო ილუზიონისტის ცხედარს, რომელიც ტრიუკის შესრულების დროს მდინარეში დაიხრჩო, ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

42 წლის ჩანჩალ ლაჰირი ცნობილი ილუზიონისტის, ჰუდინის ფოკუსს ატარებდა, თუმცა მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა. ლაჰირი ბორნით მდინარის ყველაზე ფართო ნაწილში შევიდა, გალიაში მოთავსებული ილუზიონისტი თოკებით ჩაუშვეს წყალში. ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდა, თვალები კი ახვეული.

„თუ ამ ყველაფრის გახსნას შევძლებ, ჯადოქრობა იქნება, თუ ვერა - ტრაგედია,“ - უთხრა მან ხალხს.

ოჯახის წევრები და სხვა ცნობისმოყვარეები ლაჰირს ნავში ელოდებოდნენ. თუმცა მან ლეგენდარული ამერიკელი ილუზიონისტის, ჰარი ჰუდინის ფოკუსის შესრულება ვერ შეძლო და წყლის ზედაპირზე აღარ გამოჩენილა.

ლაჰირის ცხედარი მდინარემ ნაპირზე გამორიყა, ის ჯერ კიდევ თოკებითა და ჯაჭვებით იყო შეკრული.

გამარჯვება, რომელმაც ფეხბურთის ფანებს კორონავირუსი დაავიწყა - რა ხდებოდა ლივერპულში, როცა ცნობილი კლუბი 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს - "გასულ თვეს ყალბი ლიცენზიის მქონე პილოტის შეცდომას 97 ადამიანი ემსხვერპლა"