ავტორი:

მერია დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს - რომელი ობიექტები მოხვდება სიაში

მერია დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს - რომელი ობიექტები მოხვდება სიაში

თბილისის მერია უკვე დასრულებულ თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამნისტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებს ეხება. კალაძის თქმით, შენობა-ნაგებობას, რომელსაც შეიძლება ამნისტია შეეხოს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 600 ობიექტია, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

„საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დასრულებული და ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი სახლების საკითხი. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები ძალიან ბევრია ქალაქში და ამ შენობა-ნაგებობებში, ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია ასეთი, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არაა მიღებული. შესაბამისად, ეს სერიზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან დაბალია და ვერ იყენებს ვერაფერში. მაგალითად, კრედიტის ასაღებად თუ ესაჭიროება ბინის ჩადება, არც ერთი ბანკი ასეთ საცხოვრებელ ფართს, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული არ ჩადებს. შესაბამისად, ასეთი შენობა-ნაგებობების და იმ დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდართან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს, 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალ კვირაში შედგება პრეზენტაცია და საზოგადოებას დეტალურად წარედგინება ინფორმაცია, თუ ვის შეეხება ამნისტია.

ამასთან, მერიის გადაწყვეტილებით, სამომავლოდ შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

კახა კალაძის ინფორმაციით, აქტი, რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომელმაც შესაძლებელი გახადა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, ისევ ძალაში შევა.

„2009 წელს გაუქმდა აქტი და ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესაძლებელი გახდა ადამიანების შესახლება და ცხოვრება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ხელშეწყობა მომხდარიყო, თუმცა დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და გვინდა რომ ეს აქტი, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, დავაბრუნოთ ძალაში და შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღება არის ზედამხედველობის ის ნაწილი, რომლითაც დგინდება რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან. თქვენ იცით, რომ, როდესაც სამშენებლო ნებართვის გაცემა ხდება, იმ ნებართვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობის პროექტი. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს იმ სამართლებრივ მოცემულობაში ვართ, როდესაც შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ სამომავლოდ არ დავუშვათ ისეთ შენობა-ნაგებობებში ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იქნება შესული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."