ავტორი:

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსული მხარის და ახალი ქართული ორგანიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსული მხარის და ახალი ქართული ორგანიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოში საავტორო უფლებების მიმართულებით ვითარება უფრო და უფრო დაძაბული ხდება. არ ჩერდება რუსეთის მხარე, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში ინტელექტის ოკუპაციაა და მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ საქართველოში საავტორო უფლებების სფეროზე მმართველობა მოიპოვოს. ამისთვის უკანონო ნაბიჯების გადადგმასაც არ ერიდება.

რუსეთის მხარდაჭერით შექმნილმა საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციამ (GERA), რომელიც საავტორო უფლებებით მოსარგებლეებს უკანონოდ სთხოვს ჰონორარის გადახდას, სულ ახლახანს განაცხადა, რომ მისი და ქართული კომპანია MOST-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება Warner Music-თან.

აღნიშნული ინფორმაციის საპასუხოდ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც რუსეთის უკანონო ქმედებას ამხელს.

„ჩვენთვის ცნობილი ამ ხელშეკრულების რუსული სქემის და მისი საგანგაშო დეტალების შესახებ. კომპანია MOST-მა (ს/კ: 402121477 რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2019 დირექტორი და 49% წილის მფლობელი დავით ხუჯაძე, რომელიც ამავდროულად არის GERA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელიც, რაც ინტერესთა კონფლიქტია) რეგისტრაციიდან 10 დღეში, 2019 წლის პირველ აპრილს გააფორმა ხელშეკრულება არა Warner Music-ის სათავო ოფისთან, არამედ მის რუსეთის დანაყოფთან (დირექტორი ალექსანდრე ბლინოვი) რუსეთის დანაყოფს კი, საკუთარი დაფარვის ტერიტორიად, საქართველოსთან ერთად, მითითებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები!!!,” - ნათქვამია განცხადებაში.

#არაინტელექტისოკუპაციას

მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი