ავტორი:

ფენტეზისა და Sci-Fi-ს მოყვარულებისათვის „ბიბლუსში“ დიდი ფასდაკლების კვირეული დაიწყო

ფენტეზისა და Sci-Fi-ს მოყვარულებისათვის „ბიბლუსში“ დიდი ფასდაკლების კვირეული დაიწყო

ზაფხული უკვე მოვიდა და ყოველდღიური რუტინისგან დაღლილებს, უფრო მეტი დრო გვრჩება განტვირთვისთვის, ჩვენთვის საინტერესო აქტივობებით დაკავებისთვისა და ახლის შეცნობისთვის. განტვირთვისთვის და ზაფხულის გამრავლაფეროვნებისთვის კი საუკეთესო საშუალება კითხვაა. თანაც წიგნის კითხვა ნებისმიერ ადგილას და ვითარებაში შეიძლება იყოს სასიამოვნო - პლაჟზე, მთაში, ჰამაკში, სახლსა თუ ეზოში. ზაფხულს განსაკუთრებით უხდება თავგადასავლები, საინტერესო ისტორიები და ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები. ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის ის ჟანრია, რომლის პოპულარობადღითი დღე იზრდება და მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი ფანი ჰყავს. სწორედ მისი ფანებისთვის „ბიბლუსის“ ყველა მაღაზიაში 15 ივნისიდან დიდი ფასდაკლებები დაიწყო. „პალიტრა L“ თავის ერთგულ მკითხველს „ფენტეზისა და Sci-Fi-ს კვირეულის“ ფარგლებში, „პორტალისა“ და „ლიბერთინსის“ სერიის წიგნებზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

ფასდაკლებული ლიტერატურის სიაში შედის ჯ.რ.რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ სამივე ტომი. აქ მოყოლილი ისტორიები, გამაოგნებელი მოგზაურობები და ფანტასტიკური სამყარო განსაკუთრებულ სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს. იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ჯ.რ.რ. ტოლკინი საყვარელი მწერალია, საინტერესო სიახლეა, რომ არა მარტო „ბეჭდების მბრძანებლის“ სამივე ტომია ფასდაკლებაში, არამედ „ჰურინის შვილებიც“ და „ბერენი და ლუთიენიც“. ამბები ელფებზე, ადამიანებსა და დრაკონზე, ჰურინსა და მის ვაჟზე, დაწყევლილ ტურინ ტურამბაზე, რომელსაც ეღუპება ყველა ვინც უყვარდება არავის ტოვებს გულგრილს და ამქვეყნიური სამყაროდან აშორებს. ბერენისა და ლუთიენის რთული და ჩახლართული სიყვარულის ისტორიაც, რომელიც სავსეა დაბრკოლებებითა და უცნაური ბედუკუღმართობით ყველას მარტივად აჯაჭვებს წიგნზე. მისი კითხვისას თითქოს თავიდან ბოლომდე მათ გვერდით დგახარ, მშვენიერ, უკვდავ ელფს და მოკვდავ ადამიანს მუდივად თან დაჰყვები.

ფენტეზის მოყვარულებისთვის საინტერესოა ისიც, რომ „პორტალის“ სერიიდან ფასდაკლებული წიგნების სერიაში შედის მაიკლ ჯ. სალივანის „ხმლების ქურდობაც“. რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, აქ მკითხველი მთელი გულით ელოდება, რომ გამოცდილმა ქურდებმა ლეგენდარული ხმალი მეფის სასახლიდან მოიპარონ. თუმცა ყველაფერი იხლართება, ქურდები მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში შემთხვევით გაეხვევიან და ამის გამო ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. მსგავსი საინტერესო ისტორიების აღმოჩენა „ლიბერთინსის“ სერიის ფარგლებშიც შეგიძლიათ. აქცია ვრცელდება კორნელია ფუნკეს „მელნის გულზეც“, ჯორჯ რ.რ. მარტინის „ყინულის დრაკონზეც“. მკითხველი შეძლებს, აღმოაჩინოს წარმოუდგენელი სამყარო, სადაც ცოცხლდებიან წიგნის პერსონაჟები და მათ ადგილებს ცოცხალი პიროვნებები იკავებენ. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები, რომლებთაც მსგავსი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ, თვითონ კორნელია ფუნკეს „მელნის გულის“ ნაწილები არიან.

ყინულის უძლიერეს და დიდებულ დრაკონზე არსებული ისტორიები კი ჯორჯ რ. რ. მარტინის ნაწარმოებში -„ყინულის დრაკონი“ შეგიძლიათ იხილოთ. აქ დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით დაფარულ სოფელში მხოლოდ ერთი გოგონა ელოდება ურჩხულის გამოჩენას და ეშინია მისი.

კვირეულის ფარგლებში, „ჰორორის“ მოყვარულებიც აღმოაჩენენ ფასდაკლებებს სტივენ კინგის წიგნებზე. „შინაური ცხოველების სასაფლაოს“ კითხვისას ლადლოუში, ტყეში დაკარგული საიდუმლოებების ამოხსნას შეძლებთ. სიყვარული, რწმენა, ნაღველი და სიგიჟე აქ არსებულ დამთრგუნველ სამყაროს ძალიან საინტერესოდ ერწყმის. ურჩხულებს ვერა, თუმცა ბოროტ ჯამბაზ პენივაიზს, რომელიც საკუთარ ძალას შიშის, სიძულვილისა და იმედგაცრუებიდან იღებს, შეხვდებით სტივენ კინგისვე ნაწარმოებში სახელწოდებით- „ის“. აქ მკითხველი დროში იკარგება და შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებთან ერთად საკუთარ ყველაზე დიდ შიშს უპირისპირდება.

გარდა ამ ნაწარმოებებისა, „ბიბლუსის“ მაღაზიებში ფასდაკლება სხვა ბევრ საინტერესო წიგნზე გელოდებათ.

ფასდაკლების სიის სანახავად, გადადით ბმულზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს