ავტორი:

ტოპ 10 წიგნი თინეიჯერებისთვის

ტოპ 10 წიგნი თინეიჯერებისთვის

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც წიგნების წასაკითხად ყველაზე მეტი დრო გვაქვს. წინასწარ ვემზადებით: ვიღებთ რეკომენდაციებსა და რჩევებს, განვსაზღვრავთ საკითხავ დროს, ბიუჯეტს და წიგნების სიასაც ვადგენთ. თინეიჯერობის ასაკში წიგნის კითხვა გვეხმარება სტრესის შემცირებაში, გვიმდიდრებს ლექსიკას, გვიუმჯობესებს აზროვნებისა და მსჯელობის უნარს.

იმისათვის რომ, თინეიჯერებს გაგიმარტივოთ წიგნების შერჩევის პროცესი, გთავაზობთ თქვენი თაობის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების Top 10-ეულს.

ამ წიგნების წაკითხვისას აუცილებლად გადაინაცვლებთ სხვა სამყაროში, გაიხალისებთ ზაფხულს და აღმოაჩენთ ახალ თავგადასავლებს.

მარკუს ზუზაკის "წიგნების ქურდი".

ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

პატრიკ ნესი პატრიკ ნესის "განუყრელი დანა".

მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან, თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა.თებერვლის ერთ დილას მია ოჯახთან ერთად მანქანითგაემგზავრა, ავარიაში მოყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი:რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს, თუ დარჩება?

ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი".

"თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი. ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია.

აბერკრომბი ჯოს "თვით მახვილი". წაიკითხეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს