ავტორი:

Volvo Cars და Uber წარმოგიდგენთ თვითმართვად ავტომობილს

Volvo Cars და Uber წარმოგიდგენთ თვითმართვად ავტომობილს

Volvo Cars-ი ლიდერი ავტომობილების ინდუსტრიაში და Uber-ი ლიდერი ბრენდი სწრაფი მგზავრობის მიმართულებით, წარმოადგენენ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შექმნილ სრულიად თვითმართვად, მასობრივი წარმოების ავტომობილს.

Uber-მა და Volvo Cars-მა პარტნიორობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს და მას შემდეგ შექმნეს რამოდენიმე პროტოტიპი, რაც თავის მხრივ მიმართული იყო თვითმართვადი ავტომობილის წარმოების განვითარებისკენ. დღეს წარმოდგენილი XC90 SUV-ი არის პირველი მასობრივი წარმოების ავტომობილი, რომელიც შეიქმნა Uber-თან თანამშრომლობის შედეგად და რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილს უკვე შეუძლია სრულიად დამოუკიდებლად გადაადგილება.

XC90 სრულად აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების ტექნოლოგიით, რაც Uber-ს საშუალებას აძლევს მარტივად დაამონტაჟოს თავისი თვითმართვადი სისტემა და ამით ახალი სიტყვა თქვას საავტომობილო ინდუსტრიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები Volvo Cars-ის უპილოტო ავტომობილებისთვის არის რიგი დამზღვევი სისტემები, როგორც მართვის და მუხრუჭის ფუნქციონირებაში, ასევე ძრავის ფუნქციონირების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთოებას მწყობრიდან გამოსვლის შემთთხვევაშიც კი.

ვოლვოს ავტომობილების დამზღვევი სისტემები, სენსორები და უსაფრთხოების სისტემები შექმნილია იმისათვის, რომ Uber-ის თვითმართვადი სისტემა გახდეს უფრო საიმედო და დაცული ურბანულ გარემოში გადაადგილების დროს.

Volvo Cars-ის და Uber-ის მეშვეობით ერთ დღესაც შესაძლებელი იქნება ავტონომიური Car Sharing-ი მძღოლის შუამავლობის გარეშე. Uber-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები გააკონტროლებენ იმ არეალებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება თვითმართვადი ავტომობილებისთვის.

დღეს გაცხადებული ინფორმაცია, თვითმართვადი ავტომობილების შესახებ არის იმ კომერციული შეთანხმების შედეგი, რომელიც Volvo Cars-მა და Uber-მა 2016 წელს შეიმუშავეს და რის მიხედვითაც უახლოეს მომავალში Uber-ი მიიღებს ათობით ათას თვითმართვად ავტომობილს ვოლვოსგან.

„ჩვენ გვჯერა, რომ თვითმართვადი ავტომობილის ტექნოლოგია მოგვცემს საშუალებას მეტად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება, რაზეც დგას ჩვენი კომპანია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შემდეგი დეკადის შუაში, ვოლვოს მიერ წარმოებული ავტომობილების მესამედი იქნება სრულად ავტონომიური. ჩვენი Uber-თან შეთანხმება ხაზს უსვამს ჩვენს ამბიციას გავხდეთ მთავარი მიმწოდებლები ამ ინდუსტრიაში.“ - ამბობს ჰაკან სამუელსონი, Volvo Cars-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

„ისეთ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობა, როგორიც ვოლვოა, არის მთავარი ფაქტორი, რომ ეფექტურად შევქმნათ უსაფრთხო და სანდო ავტოპარკი. დიდი ხანია რაც ვოლვო ცნობილია თავისი ძლიერი უსაფრთხოების სისტემებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვენდოთ მათ და ავირჩიოთ Uber-ის თვითმართვადი სისტემის პარტნიორად.“ - ამბობს ერიკ მეიჰოფერი, Uber-ის ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი.

Volvo Cars-ი გეგმავს, რომ გამოიყენოს მსგავსი ავტონომიური ავტომობილების კონცეფცია 2020 წლისთვის, რომლის მიხედვითაც წარდგენილი იქნება შემდეგი თაობის SPA2 ტიპის არქიტექტურის და მონაცემების მქონე თვითმართვადი ავტომობილი, განკუთვნილი სპეციალური ზონებისთვის, როგორებიც არის ავტობანი და რკალური გზები. ავტონომიურ მართვას შეუძლია გზებზე უფრო მეტი უსაფრთხოების შექმნა იმ შემთხვევაში, თუ ყველა ავტომობილი იქნება თვითმართვადი. მანამდე კი ვოლვოს ტექნოლოგიებს შეუძლია შეუმსუბუქოს მძღოლს მართვის პროცესი, მაგალითისთვის - უზრუნველყოს ავტომატური დაძვრა-გაჩერება საცობის დროს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი