ავტორი:

რა დაგიჯდებათ დასვენება ზღვისპირა საოჯახო სასტუმროებში

რა დაგიჯდებათ დასვენება ზღვისპირა საოჯახო სასტუმროებში

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური გახდა, სად გავატაროთ შვებულება. ივლისი-აგვისტოში კი ყველაზე პოპულარული ადგილები საზღვაო კურორტებია.

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია, რა ღირს ზაფხულში საქართველოს საზღვაო კურორტებზე დასვენება საოჯახო სასტუმროებში.

ზღვისპირა კურორტებიდან ყველაზე პოპულარული ქალაქი ბათუმია, სადაც სეზონი ივნისში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ქალაქში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, ბულვართან და სანაპიროსთან ახლოს მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროებში ფასი ყველაზე მაღალია.

ბათუმში საოჯახო ტიპის სასტუმროში მინიმალური ფასი ორ ადამიანზე ნომერი 40 ლარიდან იწყება და შესაბამისად კომფორტისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება.

"ორადგილიან ნომერს 50 ლარად ვაქირავებ, ხოლო ერთადგილიანს - 40 ლარად. ეს ფასები მაქვს ივლისი-აგვისტოში. სასტუმრო ზღვის სანაპიროდან 15 წუთის სავალზეა. ჯავშნებს ვიღებ ძირითადად "ბუქინგიდან", შესაბამისად ძირითადად უცხოელები ჩამოდიან. ჩემ უბანში ზოგიერთი 80 ლარადაც აქირავებს. ყველაზე მოთხოვნადი აგვისტოა, ისეთი გადატვირთული ადგილს ვერ ნახავთ", - განაცხადა საოჯახო სასტუმრო „თამრიკოს სახლის“ მეპატრონემ.

ბათუმისგან განსხვავებით, ბინების ფასი განსხვავებულია ქობულეთში. ივლის-აგვიტოში ქობულეთში საოჯახო სასტუმროში ოთახის დაქირავება 2 საწოლით 20-25 ლარიდან იწყება, თუმცა უფრო ძვირია ნომრები, რომლებსაც იზოლირებული აბაზანა და სამზარეულო აქვს.

როგორც ქობულეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო "ბალუს" მეპატრონემ "ბიზნესპრენიუსთან" საუბრისას განაცხადა, უცხოელებიდან ძირითადად ჩამოდიან ლატვილები, რუსები, უკრაინელები და ბელორუსები.

"ჩემს სასტუმროში ფასები ოთახების მიხედვით განსხვავდება. "ბუქინგიდან" დაჯავშნილი სამადგილიანი, ზღვის მხარეს 100 ლარი ღირს. ასევე მაქვს ნომერი თავისი სამზარეულოთი, რომელიც 150 ლარი ჯდება. როგორც იცით, "ბუქინკს" თავისი პროცენტი მიაქვს, ამიტომ ისე თუ დაჯავშნით, 120 ლარი ღირს...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი