ავტორი:

სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებს

სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებს

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რეფორმები ჩატარდა განათლების სისტემაში, უმთავრესი სასკოლო სენი - ავტორიტეტების სრულ ჭეშმარიტებად მიღება, კვლავ საშინელ სენად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხშირად გვესმის ფრაზა "ყველა ბავშვი ინდივიდუალურია", სკოლა მაინც რჩება მანქანად, ბავშვები კი კონტეინერებად, რომელშიც მასწავლებლები ათასჯერ გადაღეჭილ, მემკვიდრეობით მიღებულ ინფორმაციას დებენ. მასწავლებლები ასწავლიან საგნებს, იმის ნაცვლად რომ ასწავლონ, როგორ ისწავლოს.

სკოლის ეს ქარხნული მოდელი, რომელიც აკადემიურ და ეკონომიკურ ელიტიზმზეა მორგებული, სისტემისთვის შესანიშნავ - გულუბრყვილო, მორჩილ და მშრომელ ადამიანებს ქმნის, რომლებიც ბავშვობიდანვე მიეჩვივნენ რეჟიმთან შეგუებას. ბავშვები კრეატიული, ცოცხალი არსებები კი არა მანქანაზე შეყრილი პროდუქციაა, რომელიც ერთნაირად უნდა მოიჭრას სისტემასთან შესაგუებლად. სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები. სისტემას არ სჭირდება ადამიანები, ვინც მათ მეთოდებს დაუწუნებს. მას სჭირდება ხალხი, ვისი მართვა და კონტროლი ადვილია. ამიტომ ბავშვობიდანვე აჩვევს ავტორიტეტებს. წაიკითხეთ სრულად