"ოპრა უინფრის შოუს" (The Oprah Winfrey Show) რეიტინგი მინიმუმამდე დაეცა, იტყობინება The Hollywood Reporter. 28 ივნისიდან 4 ივლისამდე თოქ-შოუს რეიტინგი, არსებობის 24 წლის მანძილზე პირველად, 3-ბალიან მაჩვენებელზე დაბლა დაეცა.
ოპრას შოუს ბოლო გადაცემას მხოლოდ 3,8 მლნ ადამიანი უყურებდა. The Hollywood Reporter რეიტინგის ვარდნას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ივნისში "ოპრა უინფრის შოუს" ძველ გადაცემებს განმეორებით აჩვენებდნენ ეთერში. ამასთან, "უიმბლდონის" საჩოგბურთო შეჯიბრის მატჩების ტრანსლაციის გამო შოუ რამდენჯერმე გადადეს.
2009 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოუს ავტორი და წამყვანი, 56 წლის ტელევარსკვლავი ოპრა უინფრი, 2011 წლისთვის გადაცემის დახურვას გეგმავს.
ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე პოპულარული დღის თოქ-შოუს დახურვას იმას უკავშირებენ, რომ ოპრა უინფრი საკუთარი ტელეარხის გახსნას გეგმავს. რეიტინგის დაცემის შესახებ გავრცელებული ხმების მიუხედავად, გადაცემა მაინც ინარჩუნებდა ამ რეკორდს.
აღსანიშნავია, რომ საკაბელო არხს OWN-ს (Oprah Winfrey Network) 2011 წლის 1 იანვარს კომპანია Discovery Communications ეთერში გაუშვებს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.