ავტორი:

"ვულოცავ ქართულ "ისტებლიშმენტს" საკუთარი ეკონომიკის განადგურებას" - თინა კანდელაკი პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება

"ვულოცავ ქართულ "ისტებლიშმენტს" საკუთარი ეკონომიკის განადგურებას" - თინა კანდელაკი პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება

თინა კანდელაკი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოში ფრენის აკრძალვასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" ცინიკური პოსტით გამოეხმაურა:

"ვულოცავ ქართულ "ისტებლიშმენტს" საკუთარი ეკონომიკის თანმიმდევრულ განადგურებას" - წერს კანდელაკი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები დროებით აკრძალა. შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.

პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. ასევე, დოკუმენტში არის რეკომენდაციები რუსულ ტუროპერატოებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს