ავტორი:

რუსეთში აღარც ქართული ავიაკომპანიები იფრენენ - რას ასახელებს ოფიციალურ მიზეზად რუსული მხარე

რუსეთში აღარც ქართული ავიაკომპანიები იფრენენ - რას ასახელებს ოფიციალურ მიზეზად რუსული მხარე

რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ავიაკომპანიების რეისები 8 ივლისიდან შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა. მათივე ცნობით, ამის შესახებ მათ ქართულ მხარეს უკვე აცნობეს.

როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

„ამ დროისთვის დავალიანების საერთო რაოდენობა 792 543,19 აშშ დოლარი და 592 251,95 რუსული რუბლია. ქართულმა მხარემ დავალიანება აღიარა 2008 წელს და მას შემდეგ არ დაუფარავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ამავე ბრძანების თანახმად, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი