ავტორი:

კლინიკებში აქციების დროს დაშავებული 23 პაციენტი რჩება - 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა

კლინიკებში აქციების დროს დაშავებული 23 პაციენტი რჩება - 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული 23 პაციენტი რჩება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ზაზა ბოხუას თქმით, მათი უმრავლესობა კლინიკებს დღეს და ხვალ დატოვებს.

"რჩება ორი მძიმე პაციენტი, რომლებიც სტაბილურად მძიმედ არიან. მიდის სრული მონიტორინგი. გავდივართ კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს კოლეგებთან", - აცხადებს ზაზა ბოხუა.

ამასთან, იმ ორი პაციენტიდან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმედ შეფასდა, ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე მათგანი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.

რაც შეეხება დაშავებულების მხედველობის პრობლემას, ზაზა ბოხუას თქმით, ორი ცნობილი მხედველობა სხვა ყველა დაშავებულს შეუნარჩუნეს.

მინისტრის მოადგილემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გამოჩენილი ერთსულოვნებისთვის მინისტრისა და სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი