ავტორი:

ბათუმში 22 სართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები

ბათუმში 22 სართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 22 სართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ლიფტში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცია, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას მხრის არეში მოტეხილობა აღენიშნება.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, მეორე დაშავებულ გოგონას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება. კორპუსში მცხოვრებლები მომხდარის გამო, მშენებელ კომპანიას ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, კობალაძის 15 ნომერში, 22 სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ამდრომდე გრძელდება და კორპუსში მოსახლეობა სატვირთო ლიფტით სარგებლობს.

შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშემებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვებას გულისხმობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი