ავტორი:

"ალბათ მეყოფოდა ძალა პირველი ვმდგარიყავი და გადავფარებოდი ბავშვებს" - აქციის მონაწილეებს მონაზონმა სიდონიამ მიმართა

"ალბათ მეყოფოდა ძალა პირველი ვმდგარიყავი და გადავფარებოდი ბავშვებს" - აქციის მონაწილეებს მონაზონმა სიდონიამ მიმართა

რუსთაველზე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მონაზონმა სიდონიამ მიმართა. ის მომიტინგეებს სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა წარუდგინა და განაცხადა, რომ კლიშეები ირღვევა და "ეკლესია ჩვენთან მოდის". დედა სიდონიამ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა, რომ აქციის პირველ დღეს მათთან ერთად არ იდგა.

"ჩემთვის სასიამოვნო სიუპრიზია, არ ვიცოდი, კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი ახალგაზრდობა როგორ გამოავლენდა თავს. აღმოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდობას ჩვენზე უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს. მე ბოდიში მინდა მოგიხადით, პირველ დღეს რომ არ ვიყავი, გასაგები მიზეზები მქონდა. მე არ ვიცოდი, თორემ ალბათ მეყოფოდა ძალა, რომ გადავფარებოდი ბავშვებს. არ შეგვეშინდეს იმ მდგომარეობის, რაც არის თუნდაც ეკლესიაში. ეკლესია არის ორგანიზმი და არა ორგანიზაცია. ეკლესია არის იესო ქრისტე. ჩვენ ინდივიდები ვიქნებით სარწმუნოების მატარებელი, რომელიც აუცილებელია და საყრდენი გაურკვევლობაში მყოფი ადამიანებისთვის. ეკლესია უნდა იყოს სოციალური", - განაცხადა აქციაზე მონაზონმა სიდონიამ.

მისივე თქმით, მას ახალგაზრდების იმედი აქვს. რომ ჩამოყალიბდება ძლიერი სახელმწიფო.

"მთავარია რომ შევინარჩუნოთ მუხტი და სახელმწიფო. მადლობა თქვენ", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."