ავტორი:

ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე მე-5 მედალი მოიპოვა

ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე მე-5 მედალი მოიპოვა

მეორე ევროპული თამაშების მესამე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას განათლები, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის სპორტსმენმა მთელი შეჯიბრი მაღალ დონეზე ჩაატარა ნახევარფინალამდე სამი შეხვედრის მოგება შეძლო. მაისურაძემ ფრანგ და ბრიტანელ ძიუდოისტებს, ასევე პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს სძლია და ფინალში გადასასვლელი შეხვედრა დამატებით დროში დათომ მომავალ ჩემპიონთან, ბელგიელ მატიას კასესთან. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, მაისურაძემ იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი მოუპოვა.

დღეს, საქართველოს სახელით კიდევ ერთმა ძიუდოისტმა იასპარეზა. 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა პირველივე შეხვედრაში მოლდოველ მეტოქესთან ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა უკრაინელი და რუსი ძიუდოისტები. დენის იარცევის დამარცხების შემდეგ, ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ევროპული თამაშების მომავალ ჩემპიონს, შვედ ტომი მაციას დაუპირიპირდა და მაისურაძის მსგავსად დამატებით დროში დამარცხდა. მძიმე ტრავმის მიუხედავად, ლაშამ მაინც იბრძოლა ბრინჯაოსთვის, თუმცა აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ხვალ, ასპარეზობაში 90, 100, და +100 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაერთვებიან. საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი დაიცავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი