ავტორი:

"მოვდივართ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად!" - უცხოელების ემოციური კომენტარები, რომლებიც საქართველოში ზაფხულის გატარებას გეგმავენ

"მოვდივართ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად!" - უცხოელების ემოციური კომენტარები, რომლებიც საქართველოში ზაფხულის გატარებას გეგმავენ

მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემცირების საფრთხე შეიქმნა, სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მასშტაბური კამპანია დაიწყეს. ისინი „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ტვიტერის“ საშუალებით ცდილობენ, აწარმოონ ტურისტული კამპანია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევენ.

ფეისბუქჯგუფი Spend Your Summer In Georgia („გაატარე ზაფხული საქართველოში“) რამდენიმე დღეა შეიქმნა და წევრების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ქართველი მომხმარებლები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ქართულ ტურისტულ სააგენტოებს ადგილობრივ ტუროპერატორებთან თანამშრომლობას სთავაზობენ.

სასტუმროებისა და ოჯახების ნაწილი კი უცხოელებს დასვენებას უსასყიდლოდ სთავაზობენ მხოლოდ ერთი პირობით - სოციალურ ქსელებში დაწერონ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ჯგუფში უამრავი უცხოელი წევრიც არის, მათი ნაწილი საქართველოში უკვე ნამყოფია და ამჯერად ოჯახის წევრებთან, ან - მეგობრებთან ერთად აპირებს დაბრუნებას. ნაწილმა კი ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ სწორედ პუტინის მიერ დაწესებული აკრძალვების წყალობით გაიგო და ივლისისა და აგვისტოსთვის მოგზაურობას გეგმავენ.

გენრიტ ბუჯუპი :

„მოგესალმებით ყველას. გერმანიაში უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. თქვენი ემოციაც ძალიან კარგად მესმის, რადგან კოსოვოდან ვარ. მომწონს ქართველები, თქვენი კულტურა, მოუთმენლად ველოდები ჩემს შემდეგ მოგზაურობას საქართველოში.

გაუმარჯოს საქართველოს!“

ამრ ზეინი :

"მოგესალმებით ეგვიპტიდან!

აგვისტოში ვაპირებ, საქართველოში 3 კვირა გავატარო. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას და ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ნახვას."

დევიდ რალფი :

რატომ საქართველო?

  • ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ლამაზი, უძველესი ისტორია აქვს;
  • თბილი ხალხი და გარემო
  • საოცარი კულტურა, ცეკვა, სიმღერა
  • ულამაზესი ადგილები, ზღვა და მთები

მე ბათუმში ვაპირებ დასვენებას.

მიყვარხარ საქართველო

გაუმარჯოს დავით აღმაშენებლის სამშობლოს!

კალი აბისონიო :

„გამარჯობა! მე 20 წლის გოგო ვარ აშშ-დან, ფლორიდადან და უკვე რამდენიმე წელია, საქართველო მეორე სამშობლოსავით მიყვარს. ახლა გამოვიწერე საქართველოს დიდი დროშა, რომელსაც ჩემს ოთახში დავკიდებ. ვსწავლობ ქართულ ენასაც. კითხვა და წერა კარგად გამომდის, თუმცა ლექსიკისა და გრამატიკის ჯერ კიდევ საბაზისო ცოდნა მაქვს. სამხრეთ ფლორიდადან ფრენა ძალიან ძვირია, თანაც სტუდენტი ვარ და არავინ მყავს, ვისთან ერთადაც ჩამოვიდოდი.

ერთ დღეს აუცილებლად ვესტუმრები საქართველოს. ყველაფერი ვიცი, რაც ხდება, თვალს ვადევნებ ახალ ამბებს. ვცდილობ, ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით გავავრცელო და მოვუწოდო ყველას, ზაფხული საქართველოში გაატაროს.

ეს არაჩვეულებრივი ერი უკან არასოდეს დაიხევს. ქართველები და მათი მხარდამჭერები ახლა ისეთი ძლიერები არიან ერთად, როგორც არასოდეს.

მიყვარხარ, საქართველო!“

პაია ჩიზი :

„ახლა დავასრულე მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და შევიტყე, რაც საქაღთველოში ხდება.

ცოტა ხნით დავისვენებ სახლში და შემდეგ აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში“.

ფილიპ ლესპრიტი :

თბილისში 1 თვით ვარ და ივლისში ჩემს ქორწილზე დასასწრებად საფრანგეთიდან ჩემი 26 მეგობარი ჩამოვა.

მიკელ იოჰანსენი

„გამარჯობა საქართველო და ქართველებო.

თქვენმა ლამაზმა ქვეყანამ ბევრი ადამიანის გული დაიპყრო ბოლო დროს და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულშიც.

ურამრავი რამის თქმა შეიძლება არაჩვეულებრივ ბუნებაზე, თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამაც მოახდინა ჩემზეც და სხვებზეც, თქვენი სითბო და სტუმართმოყვარეობაა.

ქართული ვერ ვისწავლე, თუმცა ვცდილობ, ქართული სამზარეულოს სამყაროში შევაბიჯო. სახლში ვამზადებ ხინკალს, ხაჭაპურს და შქმერულს.

აგვისტოში კიდევ ერთხელ ჩამოვალ საქართველოში, თუმცა ამჯერად მამაჩემთან ერთად და ძალიან მიხარია, რომ მას კავკასიის ეს შესანიშნავი საგანძური უნდა ვაჩვენო“.

პატრიკ ლინკიევიჩი :

„გამარჯობა!

საქართველოში პირველად გასულ თვეს ვიყავი. ველოდებოდი, რომ საინტერესო მოგზაურობა იქნებოდა, თუმცა რაც რეალურად მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არაჩვეულებრივი ხალხი, ხედები, ისტორია, კულტურა, მუსიკა, კერძები - ყველაფერი შესანიშნავი იყო.

მინდა გითხრათ დიდი მადლობა, ქართველებო, ძმებო და დებო იმისთვის, რომ არსებობთ.

მოგესალმებით პოლონეთიდან!“

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ