ავტორი:

"შუბლში აქვს ნასროლი, რამაც ძვლები დაუმსხვრია..." - ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია

"შუბლში აქვს ნასროლი, რამაც ძვლები დაუმსხვრია..." - ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებული 19 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებში რჩება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ორივე მართვით სუნთქვაზეა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთია 31 წლის ფლორისტი დავით ფარადაშვილი, რომელიც უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცს პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დავით ფარადაშვილის დის თქმით, დაშავებულს ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარება უფრო დამძიმდა. თამარ ფარადაშვილმა AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ დღეს სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები, მოეწყობა კონსილიუმი, სადაც გადაწყდება, საქართველოში ჩაუტარებენ ოპერაციას, თუ საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

"შუბლში აქვს ნასროლი, საფეთქელის ზემოთ, რამაც დაუმსხვრია ძვლები, გამოიწვია ტვინზე სისხლჩაქცევები და უმძიმესი მდგომარეობა. თავიდან ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფომ, იქ ჩაუტარდა ოპერაცია თავზე, მაგრამ შედეგი არ გამოიღო, უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მერე გადაიყვანეს ლეჩკომბინატში, სადაც ჩაუტარდა მეორე ოპერაცია, მაგრამ იქაც გართულდა მდგომარეობა.

ახლა არის კომაში, მართვით სუნთქვაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩამოყავთ უცხოეთიდან ექიმები, შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყდება, აქ ჩაუტარებენ ოპერაციას თუ გადაიყვანენ საზღვარგარეთ. უკვე ჩამოსული არიან თურქი სპეციალისტები, ველოდებით ექიმებს ისრაელიდან და დღეს გადაწყდება, რა იქნება", - აღნიშნა თამარ ფარადაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, არსებობს კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მის ძმას აქციაზე კანონი არ დაურღვევია.

"გუშინ დამირეკეს, უნახავთ კადრები, სადაც ჩანს დათოს როგორ ესვრიან ტყვიებს. დგას დათო უბრალოდ, ცარიელი ხელებით და ესვრიან შუბლში. მერე გამოყავს აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და გადაყავთ სასწრაფო დახმარების მანქანით" - ამბობს დაზარალებულის და.

ფარადაშვილის ნათესავები და მეგობრები მის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერენ.

"არ შეგრჩებათ ეს დღე ჯალათებო!!! არ შეგრჩებათ ეს სისასტიკე!!!! დავით ფარადაშვილი, ჩემი ბიძა, ფლორისტი, მოგზაური და ბუნებისა და სიმშვიდის მოყვარული ადამიანი. რეანიმაციაშია, მძიმე მდგომარეობაში, თავში მოხვედრილი ტყვიის გამო... ბრაზი მახრჩობს და არ ვიცი რა ვუყო ამ საშინელ გრძნობას!!! გაძლიერდი, დათო ყველაფერი კარგად იქნება!" - წერს დაშავებულის ახლობელი სოფო კერესელიძე.

"დათო ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელია, თითქმის ერთად გავიზარდეთ, ხშირად ვთამაშობდით უბანში, მის სახლში. უპატიოსნესი ბიჭი, მშრომელი, კეთილი, ლაღი, მთელი ცხოვრება ყვავილებზე ზრუნავს. პოლიტიკიდან შორს იყო. მისგან ძალადობა გამორიცხულია... მიხაროდა, რომ შევხვდებოდი.

20 ივნისის აქციის დარბევისას ესროლეს რეზინის ტყვია, რომელმაც ტვინი დაუზიანა. ორი ოპერაციის მერე ახლა კომაშია. ვინც დათოს ეს დამართა, ამ ქვეყნის ახალაზრდობის, მომავლის, ადამიანობის მტერია. მან უდიდესი ცოდვა ჩაიდინა ღვთისა და დავითის მეგობრების, ოჯახის წინაშე. დათოს სისხლი თქვენ ხელზეა და თქვენ უნდა პასუხი აგოთ კანონის წინაშე!!!" - წერს „ფეისბუქზე“ ნოდარ ტანგიაშვილი.

20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელია.

Forbes-ის მიხედვით ბათუმი ინვესტიციებისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქია - რას წერს გავლენიანი გამოცემა ბათუმზე?

რა ვითარებაა და როდის აღდგება წყლის მიწოდება გუდაურსა და ბაკურიანში, სადაც უწყლობამ სეიოზული პრობლემები შექმნა

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება