ავტორი:

"ბოდიშს ვუხდი მართლმადიდებელ დებს და ძმებს, რომ ღონისძიება ჩაიშალა" - დიანა ღურწკაია

"ბოდიშს ვუხდი მართლმადიდებელ დებს და ძმებს, რომ ღონისძიება ჩაიშალა" - დიანა ღურწკაია

რუსული ესტრადის მომღერალი დიანა ღურწკაია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსების მიმართ კეთილგანწყობილია. ამის შესახებ სააგენტო ТАСС წერს.

„საქართველოდან დღეს დავბრუნდი, იქ მამა მოვინახულე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასა და დემონსტრაციების მონაწილეებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა,“ - აღნიშნა ღურწკაიამ.

მისივე ქმით, ქართული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება სტუმართმოყვარეობაა და „სტუმრის მიმართ უპატივცემლობა - სირცხვილი და თავისმოჭრაა“.

„ჩემთან ქუჩაში მოვიდა ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა. მან მითხრა, რომ თუ ხელისუფლებას არ ჰყოფნის მიხვედრის უნარი და ტაქტი, მას პირადად სურს ბოდიშის მოხდა. და მე, როგორც ქართველი, ვუერთდები მის სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ყველა მართლმადიდებელ ძმას და დას, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა,“ - განაცხადა ღურწკაიამ.

ის მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანები რუსეთში ყოველთვის დაცულად გრძნობდნენ თავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი