ავტორი:

"მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება" - პარლამენტის წინ აქციაზე მაკა ჩიჩუა მივიდა

"მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება" - პარლამენტის წინ აქციაზე მაკა ჩიჩუა მივიდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ ამ ფორმით აქციის მონაწილეების სულისკვეთებას იზიარებს. ამასთან კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დღევანდელ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი, მისი მეუღლე გიორგი მარგველაშვილიცმივიდეს, მაკა ჩიჩუა პასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ, დამოუკიდებლად მიიღო. მ

ისი თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა "ყველაფრის ციკლი იყო".

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვამბობ მოქალაქისა და დედის პოზიციიდან, არის ის, რომ მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება. ძალიან რთულია, უყურო, ახალგაზრდა ადამიანებმა როგორ შეიძლება დატოვონ სიცოცხლე. როცა არსებობს სრულიად მშვიდობიანი და სუფთა სულის პროტესტი ადამიანებში. მათი დასისხლიანებული სახეები, მოწყვეტილი სხეულები... რაც ვნახე, ეს ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცი, სიტყვები არ არსებობს. გაუგებარი კი არა, ყველანაირ ზღვარს მიღმაა. სრულიად ახალგაზრდა, სუფთა ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ თავიანთი პროტესტი და ხედვა დააფიქსირონ, ტყვია როგორ უნდა ესროლო?! თუნდაც რეზინის იყოს და თუნდაც წყალის ჭავლი იყოს“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ამასთან, მისი თქმით, პასუხისმგებლობა სახეომწიფომ უნდა აიღოს.

"როგორ ფიქრობთ, ვინ არის პასუხისმგებელი?! პასუხიმგებელია სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ხალხმა დაიქირავა. მგონი, პასუხისმგებლობა ზუსტად იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც უნდა დაგვიცვას. მთავარია, სიხლი აღარ დაიღვაროს, მთავარია ეს გადავიდეს ისეთ მოლაპარაკებაში, რასაც ცივილური, პროგრესული ადამიანები ახორციელებენ. ეს არ უნდა იყოს ჯოხით, იარაღით და მუქარით. თუ ეს მოლაპარაკება შედგება და ამ ადამიანებს დაუკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად მეჩვენება, იმ ფონზე, რასაც გავრილოვის ჩამოსვლა ჰქვია. დაასისხლიანეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მე მინდა, რომ ადამიანებმა მიიღონ ნორმალური პასუხი ყველა შეკითხვაზე", - განაცხადა ჩიჩუამ.

რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?

"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე

"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს