ავტორი:

ბუბა კიკაბიძე მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქზე" ეხმაურება

ბუბა კიკაბიძე მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქზე" ეხმაურება

ვახტანგ კიკაბიძე "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ირონიული ფოტოთი და პოსტით ეხმაურება.

გუშინ რამდენიმე ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი გარდაიცვალა. ყალბი ამბავი სწრაფად მოედო სოციალურ ქსელს და თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის წამყვანმა პარლამენტის წინ შეკრებილებსაც კი შეატყობინა ამის შესახებ და კიკაბიძის ოჯახს მიუსამძიმრა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აქციაზე ბოდიშიც კი მოიხადეს ამის გამო.

სინამდვილეში ბუბა კიკაბიძე თავს კარგად გრძნობს და ხუმრობის განწყობაზეცაა. მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ფეიკ ნიუსს მომღერალი ასეთი ფრაზით გამოეხმაურა:

"Как сказал великий Марк Твен: "Слухи о моей смерти сильно преувеличены" (როგორც დიდებულმა მარკ ტვენმა თქვა: ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია) - წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს, სადაც შუა თითის კომბინაციას უჩვენებს მავანთ.

ანუკი არეშიძის დედა Covid 19-ის გამო სასტუმროში ჩაკეტეს - დიზაინერი დეტალებზე და კოლეგა ექიმის ფოტოპოსტი

ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ავსტრიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს - წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ნუნუკა თამაზაშვილი შვილებთან, დედასთან და დედამთილთან ერთად აჭარაში ისვენებს - როგორ ატარებს დროს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე