ავტორი:

10 წიგნი ფენტეზის ჟანრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

10 წიგნი ფენტეზის ჟანრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

თუ თქვენ სხვა ქვეყნებში კი არა, პარალელურ სამყაროში გიყვართ მოგზაურობა, მარტო არ ხართ. ფენტეზისა და სამეცნიერი ფანტასტიკის მოყვარულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო დროის ყველაზე კითხვადი ჟანრი სწორედ ფენტეზია. მიზეზი კი მარტივია, რუტინული ერთფეროვნებით დაღლილ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა სხვა, პარალელურ, ირეალურ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს. ის არის საუკეთესო გზა ფანტაზიის განვითარებისათვის, განტვირთვისა და ახალ თავგადასავლებში აღმოჩენისთვის. ფენტეზი მკითხველს სრულიად სხვა დონის თავისუფლებას სთავაზობს.

ბავშვობაში წაკითხული ზღაპრების, ლეგენდებისა და მითების გაგრძელება სწორედ ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურაა. ეს ყველაფერი უძველესი დროიდან გვხვდება ლიტერატურაში, თუმცა ფენტეზი, როგორც ცალკე ჟანრი, მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა და ახლა ის პოპულარობის ზენიტში იმყოფება. ფენტეზი მეტად პოპულარულია საქართველოშიც. ამაში დიდი წვლილი გამომცემლობებსაც მიუძღვით, რადგან ისინი ამ ჟანრის უფრო და უფრო მეტ წიგნს თარგმნიან. წიგნებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის კი გამომცემლობა „პალიტრა L” „ფენტეზის და Sci-Fi კვირეულს” გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც, 30 ივნისის ჩათვლით სერია „პორტალის“, „ლიბერთინისის“ და ამ ჟანრების სხვა წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ, შეიძინოთ.

ახლა კი გთავაზობთ 10 წიგნს ფენტეზის ჟანრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ:

ბრენტ უიქსი - „შავი პრიზმა“

გევინ გაილი პრიზმაა, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მსოფლიოში, კაცი, რომლის ძალას, ჭკუასა და სახელს არეული მსოფლიოს დამშვიდება შეუძლია, თუმცა პრიზმები უკვდავნი არ არიან და გაილმაც ზუსტად იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს, სიკვდილამდე კი ყველა მიზნის ასრულება უნდა მოასწროს. მაგრამ როდესაც შეიტყობს, რომ ჰყავს ვაჟი, რომელიც შორეულ სამეფოში ომის შემდეგ დაიბადა, იძულებულია, აირჩიოს – აღიაროს სიმართლე თუ შეინახოს საიდუმლო, რომლის გამჟღავნებას მისი სამყაროს დამსხვრევა შეუძლია.

ჯო ჰოლდემენი - „მარადიული ომი“

ჯო ჰოლდმენი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალია. რამდენჯერმეა დაჯილდოებული "ჰიუგოსა" და "ნებულას" პრემიებით. ჯო ჰოლდემენმა, ვიეტნამის ომის მთლი საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს მძიმე შთაბეჭდილებები დაუდო საფუძვლად თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. ფენტეზის ჟანრში "შეფუთვა" რომ არა",მარადიული ომი" და მასში აღწერილი რეალობა, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მივიდოდა მკითხველამდე. 70-იანი წლების შეერთბული შტატების იდეოლოგია ხომ კატეგორიულად არ სცნობდა პაციფისტებს.

ალექსანდრ ბელიაევი - „პროფესორ დოუელის თავი“

ალექსანდრ ბელიაევი რუსული სამეცნიერო- ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი მოთხრობები მომავლის მეცნიერებასა და ახალი ტექნოლოგიების ძიებას ეხმიანება. „პროფესორ დოუელის თავი“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია, რომელიც 30-მდე ენაზეა ნათარგმნი. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც. შეიძლება თუ არა ტვინმა იაზროვნოს სხეულის გარეშე? შესაძლებელია თუ არა ტვინის გადანერგვა? როგორ იმოქმედებს ეს ინდივიდის ფსიქიკასა და სულიერ მდგო-მარეობაზე? სად გადის ზღვარი გენურ ინჟინერიასა და ეთიკას შორის? . პროფესორი დოუელი საბოლოო მიზნად ადამიანის მოკვეთილი თავის გაცოცხლებას ისახავდა. ბოლო ცდის წინ, რომლის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა, კვლევის სრული ხელნაწერი თავის ასისტენტს გადასცა გადასაბეჭდად, მაგრამ მოულოდნელად ასთმის საშინელი შეტევა დაემართა და... არასდროს იფიქრებდა პროფე- სორი დოუელი, რომ პირველი სწორედ მისი თავი გაცოცხლდებოდა...

ალექსანდრ ბელიაევი - „ადამიანი-ამფიბია“

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცნობილ არგენტინელ ქირურგ სალვატორთან,რომელიც ბიოლოგიაში ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ კი სახეობათაშორისი ორგანოების გადანერგვა აინტერესებს,ინდიელ ბიჭუნას მიიყვანენ.ავადმყოფს იმდენად სუსტი ფილტვები აქვს, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. სალვატორი პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას იწყებს და იმარჯვებს კიდეც- ბიჭს ახალგაზრდა ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავს და ის გადარჩება. ამიერიდან აუცილებელია,ადამიანმა-ამფიბიამ ნახევრად წყალში და ნახევრად ხმელეთზე იცხოვროს. სრულყოფილი სამეცნიერი ექსპერიმენტი ხომ მსხვერპლს მოითხოვს და სალვატორიც ხმას გაავრცელებს,თითქოს პაციენტი გარდაიცვალა,სინამდვილეში კი ბიჭს თავისთან ტოვებს.თუმცა ამქვეყნად რა ამბავი დამალულა,ეს რომ დაიმალოს...

რეი ბრედბერი - 451 ფარენჰაიტით

გიფიქრიათ, რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას? სადღაც, შორეულ მომავალში, გაი მონტეგი ცხოვრობს. გაი მეხანძრეა, თუმცა ჩაქრობის ნაცვლად, მისი საქმე ხანძრების გაჩენაა. სისტემაში, რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია, იწვება „საშიში“ წიგნები და სახლები, რომლებიც ამ წიგნებს ინახავს. 451° ფარენჰაი- ტით სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება. გაი საქმეს სიამოვნებით აკეთებს, სანამ რამდენიმე მოვლენა, ცოლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა, ახალგაზრდა მეზობლის სიკვდილი და პროფესორთან შეხვედრა, მისთვის ყველაფერს არ შეცვლის. დიდი რისკის მიუხედავად, მან იცის, რა უნდა მოიმოქმედოს…

ჰერბერტ უელსი - „სამყაროთა ომი“

რომანი მოგვითხრობს მომავალში გატარებული რვა დღის შესახებ.ეს დღეები დროში მოგზაურობისთვის ახალი აღმოჩენებისა და ცოდნის წყაროა,თუმცა არცთუ მანუგეშებელი.სადამდე შეიძლება გადააგვაროს საზოგადოება სამეცნიერო პროგრესმა და სოციალურმა უთანასწორობამ და როგორი იქნება სამყარო მაშინ,როდესაც აქ ორად ორი სახის არსებები დარჩებიან?კითხვებზე პასუხს ამ არსებების გაცნობის შემდეგ მიიღებთ...

ნ.კ. ჯემისინი - „მეხუთე სეზონი“

ეს სამყაროს დასასრულია. კიდევ ერთი დასასრული. ერთი დღე სამ საზარელ ამბავს იტევს:

· პატარა, წყნარ ქალაქში მცხოვრები ესუნი აღმოაჩენს, რომ მისმა ქმარმა მათი ერთადერთი ვაჟი მოკლა და ქალიშვილი გაიტაცა;

· ამასობაში, ყოვლისშემძლე სანზის იმპერია ერთი ხელის მოსმით ნადგურდება;

· ...და უარესი – დედამიწის ერთადერთი კონტინენტის – სიმშვიდის – შუაგულში გაჩენილი დიდი ნაპრალი ფერფლს აფრქვევს და ცას მრავალი წლით სრულად აბნელებს. ამან შესაძლოა, საუკუნეებს გასტანოს.

ესუნმა ოჯახისთვის უნდა იბრძოლოს განწირულ მიწაზე. მისთვის სულ ერთია, რა ბედი ეწევა დედამიწას - თუ ეს ბრძოლა ქალიშვილს დაუბრუნებს, მზად არის, ის საკუთარი ხელით მოსპოს.

ჯეფ ვანდერმირი - „ანიჰილაცია“

X-ზონა ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან...

ბერნარ ვერბერი - „ანგელოზების იმპერია“

მწერალ მიშელ პენსონს `ბოინგი~ ეჯახება და ის სამოთხეში ხვდება, სადაცმთავარანგელოზების სამსჯავროს გაივლის და მფარველ ანგელოზად გაამწესებენ. მას მიაბარებენ ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ სამ სულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მთავარია, მათ რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდონ, რათა თავიდან აიცილონ რეინკარნაციის ციკლი. ადამიანებზედაკვირვებით პენსონი ხვდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა.იგი ისახავს მიზანს: გაიგოს, რა ხდება საიქიოს მიღმა. შესაძლოა ამისათვისწესების დარღვევა, აკრძალულსივრცეშიშეჭრა და იმქვეყნიური საიდუმლოების გათქმაცკი დასჭირდეს.

„ანგელოზების იმპერია“ ყოფიერების მიღმა სამყაროში გვამოგზაურებს. ნაწარმოები კაცობრიობის არსებობისა და წინსვლის საინტერესო ხედვასგვთავაზობს. მიწის, ცის, ზღვისა და კოსმოსის შემდეგ, განა სამოთხე არ არის ისბოლო ნავსაყუდელი, რომელიც ჯერ არ შეგვიცნია?

მაიკლ ჯ. სალივანი - „ხმლების ქურდობა“

გამოცდილ ქურდებს, ადრიანსა და როისს, საკუთარი მოხერხებულობის იმედი აქვთ, ამიტომ იოლად თანხმდებიან მაცდურ შეთავაზებას, მოიპარონ ლეგენდარული ხმალი მეფის სასახლიდან. თუმცა, ერთი შეხედვით იოლი საქმე დიდ განსაცდელად ექცევათ: ისინი მეფის წინააღმდეგ შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან! ვიღაც ცდილობს მათ აჰკიდოს მეფის მკვლელობა და იძულებულს ხდის, სიცოცხლის გადასარჩენად, უფლისწული ალრიკი გაიტაცონ და სასახლიდან გაიქცნენ...

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს