ავტორი:

"დამთავრდა ჩემი მოთმინება! სახლი არა, სამსახური არა, შემოსავალი მიზერული..." - ეკა კვალიაშვილი პოლიტიკოსებს აკრიტიკებს

"დამთავრდა ჩემი მოთმინება! სახლი არა, სამსახური არა, შემოსავალი მიზერული..." - ეკა კვალიაშვილი პოლიტიკოსებს აკრიტიკებს

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მომღერალმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკოსების მისამართით კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საქართველო სახელმწიფოდ ვერასდროს ჩამოყალიბდა აქაური პოლიტიკოსების დამსახურებით:

"უკვე ოოო, ყველაფერს აქვს საზღვარი და ოქროს შუალედი და აი აქ დამთავრდა ჩემი მოთმინება და გეტყვით!!! მსგავსი მარაზმი, რაც ამ ულამაზეს და მრავალტანჯვაგამოვლილ ქვეყანაშია, იმის გამო, რომ სახელმწიფოდ ვერასოდეს ჩამოყალიბდა, არ მეგულება არსად!!!!!!!! სრულ მარაზმში ვიცხოვრე 90-იანებში, მერე 9 წელი და აღარ დამთავრდა... სახლი არა, სამსახური არა, შემოსავალი მიზერული და ნაქირავები სახლი, საჭმელი, ბავშვების კვება, ბაღი, ჩაცმა სავალდებულო. კომუნალური გასდასახადები და ნერვების გლეჯვა, დაუფასებლობა, იგნორი და სრული მარაზმი!!!!!!!!

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მძულს ამ ქვეყანაში ეს ამპარტავნულ გოიმური მარაზმი, მძულს აქაური პოლიტიკა, მძულს აქაური დაუნდობლობა, მძულს აქაური გაუტანლობა. გეშინოდეთ, დიდი სამსჯავროსი!!! ოოო, ძალიან გეშინოდეთ რადგან არავის არ შერჩენია ეს ბანძი უღმერთო მარაზმი. მძულს აქაური ღორობა და მხოლოდ იმიტომ მოსვლა, რომ კარგად იცხოვროს ამა თუ იმ კალოშმა!!!

მომბეზრდით და აუცილებლად მექნება დიდი გავლენა და ბეეეევრი ფული, რომ ეს მარაზმი აღარ დავინახო და მივეხმარო ადამიანებს. მე ასე მინდა" - წერს კვალიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მომღერალს კომენტარებში ამხნევებენ და უწერენ, რომ თუ ის სათანადოდ ვერ დააფასეს, ქართველ ხალხს უპირობოდ უყვარს მისი შემოქმედება, რაზეც მომღერალი პასუხობს - "მეც მიყვარს ჩემი ხალხი..."

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს