ავტორი:

თემურ მიქელაძე ნაყინის, მაცივრის წყლისა და "წუწაობის" შესახებ - რა არის მითი და რა - რეალური საფრთხე

თემურ მიქელაძე ნაყინის, მაცივრის წყლისა და "წუწაობის" შესახებ - რა არის მითი და რა - რეალური საფრთხე

ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები ისევე ითხოვენ ნაყინსა და ცივ წყალს, როგორც უფროსები. გასაგრილებლად "წუწაობაც" ძალიან მოსწონთ. მშობლები კი ხშირად შიშობენ, რომ ნაყინი და ცივი წყალი მათ ჯანმრთელობას ავნებს. არის თუ არა ეს რეალურად საფრთხე ბავშვებისთვის, პედიატრი თემურ მიქელაძე განმარტავს:

- ნაყინი ბავშვს საფრთხეს ვერ შეუქმნის, თუ ის სწორად მომზადებული და შენახული იქნება. დღის განმავლობაში მთელი კილოგრამი არ უნდა მიიღოს, ხოლო თუ 100-150 გრამს მიირთმევენ, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ, ნაყინი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არა ისე, რომ მხოლოდ შენახვის ვადა ჰქონდეს დაცული.

- მშობლებს ჰგონიათ, თუ ბევრ ნაყინს შეჭამენ ბავშვები, ყელი ასტკივდებათ, დაავადება გაუმწვავდებათ. ეს მითია თუ რეალობა?

- ეგ მითია. მთავარია ნაყინი იყოს კარგი ხარისხის, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის. ჩვენ დროს როგორც იყო, ასაწონი ნაყინები, ეგეთი უნდა იყოს, რომელსაც შენახვის ვადა ერთი კვირა აქვს და არა ერთი წელი.

- რა შეიძლება, ალტერნატიული შევთავაზოთ ბავშვებს?

- სახლში მომზადებული მაწონი. თუ მიაჩვევთ თავიდან მაგას, სჯობს, რომ ეგ ვაჭამოთ. ქართული პროდუქტია და ეკოლოგიურად სუფთა.

- ცივი წყლის შემთხვევაში რა მდგომარეობა გვაქვს?

- ცივი წყალი ელექტროლიტების შეწოვას ამცირებს და სასურველია, რომ ადრეული ასაკის ბავშვმა ოთახის ტემპერატურის წყალი მიიღოს. მთავარია, არ იყოს გაზირებული. იმისათვის, რომ მიკროელემენტები და წყლის თვისებები, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, არ დაიკარგოს, არ უნდა მიიღონ ძალიან ცივი წყალი და შესაბამისად, სასურველია ადრეული ასაკის ბავშვმა ოთახის ტემპერატურის წყალი მიიღოს, მაგრამ ნაყინი და ცივი წყალი დაავადებას ამწვავებსო - ეს, რა თქმა უნდა, მითია. ნაყინი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და არა ისეთი, ახლა რომ გვაქვს ხშირად, კაცმა არ იცის რისგანაა. გათიშავენ საღამოს მაცივრებს და მეორე დილით ისევ გაყინავენ და მერე მშობლები იმას ყიდულობენ და აჭმევენ ბავშვებს. ეს არის დიდი პრობლემა.

- რა ტემპერატურაზე უნდა დააყენონ კონდენციონერი მშობლებმა?

- 22-24 გრადუსამდე უნდა დააყენონ, როცა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს სცდება და ამ ტემპერატურაზე უნდა იყოს ბავშვი ოთახში...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი