ავტორი:

"თავისუფლების მარშის" შემდეგ მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ - აქცია სიმღერით "დინამო" გაიხსნა

"თავისუფლების მარშის" შემდეგ მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ - აქცია სიმღერით "დინამო" გაიხსნა

ჩვენი პროტესტის მეათე დღეს გახსნილად ვაცხადებთ! ჩვენ, მშვიდობიან სამოქალაქო საზოგადოებას, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედ მოქალაქეებს ორი მოთხოვნა დაგვიკმაყოფილეს, დარჩა ერთი, გახარია - წადი! - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ "მშვიდობის მარშის" მონაწილეებს ერთ-ერთმა სპიკერმა.

აქცია სიმღერით "დინამო" გაიხსნა.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები. მანამდე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე "თავისუფლების მარში" გაიმართა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი