ავტორი:

დღეიდან მეტროს მუშაობის საათები იცვლება

დღეიდან მეტროს მუშაობის საათები იცვლება

დღეიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები მცირდება. ამის მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია. სამუშაოების გამო, მეტრო მგზავრებს 1 წლის განმავლობაში 06:00 საათიდან 23:00 საათამდე მოემსახურება.

ასევე, მეტროში ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება. მეტროს რეაბილიტაციის პროექტი კაბელების შეცვლასთან ერთად, ასევე, ითვალისწინებს 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი