მედიცინის სწრაფი განვითარების ტემპმა განაპირობა ის, რომ დღეს მხედველობის ლაზერული კორექცია და მხედველობის აღდგენა რამდენიმე წამიანი პროცედურაა. პროცედურას ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში წამყვანი სპეციალისტები ატარებენ.
გიორგი ტარსაიძემ, რომელიც პირველი ქართველი ოფთალმოლოგის გიორგი ტარსაიძის შვილთაშვილია, მხედველობის ლაზერული კორექცია სწორედ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით, კარლ ცაისის ფემტო-ექსიმერული ლაზერით გაიკეთა. პროცედურის შედეგად გიორგი ტარსაიძემ სათვალე და ლინზები მოიხსნა და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სათვალის მოხსნის პროცედურა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანმა ოფთალმოქირურგმა, თამარ ცირეკიძემ ჩაატარა.
პროცედურისა და რეაბილიტაციის შესახებ სასაუბროდ თავად გიორგი ტარსაიძეს მივმართეთ:
რატომ გადაწყვიტეთ მხედველობის ლაზერული კორექციის გაკეთება?
რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მარჯვენა თვალიდან შორ დისტანციაზე ხედვა მიჭირდა. ამ პრობლემით ოფთალმოლოგთან მივედი კონსულტაციაზე. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მარჯვენა თვალზე -1.75 მქონდა, ხოლო მარცხენაზე - +0.75. საკმაოდ დიდი სხვაობა იყო, რაც არ მაძლევდა საშუალებას, რომ სათვალე გამეკეთებინა. ალტერნატივა ლინზების ტარება იყო. წლების მანძილზე ვატარებდი ლინზებს, თუმცა ცოტა ხნის წინ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის წამყვანი ოფთალმოლოგის თამარ ცირეკიძის რჩევით გავიკეთე მხედველობის ლაზერული კორექცია ფემტო-ექსიმერული ლაზერით, რაც წარმოუდგენლად ეფექტური და კომფორტული აღმოჩნდა.

როგორი იყო პროცედურისთვის მოსამზადებელი პერიოდი? რამდენ ხანს გაგრძელდა პროცედურა?
მოსამზადებელი პერიოდი ხანმოკლე იყო. თვალში რამოდენიმე წვეთი გამაყუჩებელი ჩამაწვეთეს და პროცედურაც დაიწყო. თავად ლაზერული კორექცია კი სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ყველაფერი იმდენად მარტივად და სწრაფად ხდება, რომ თავიდან ვერც ვიჯერებდი, ამხელა შედეგს თუ მომიტანდა. თუმცა ფაქტი სახეზეა. სწორედ ამ რამდენიმეწამიანი პროცედურის შედეგია, რომ მე დღეს ლინზებისა და სათვალის გარეშე შესანიშნავად ვხედავ.
პროცედურის შემდეგ რამდენ ხანში აღგიდგა მხედველობა?
პროცედურის დასრულებიდან, დაახლოებით, 4-5 საათში სხვაობა უკვე თვალსაჩინო იყო. პროცედურის დღესვე თავისუფლად შევძელი შორ დისტანციაზე პატარა ზომის წარწერების წაკითხვაც. საბოლოო და სასურველი შედეგი კი მეორე დღეს დადგა - როდესაც აღარანაირ დისკომფორტს აღარ ვგრძნობდი და მხედველობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა. მოძრაობა და თავისუფლად გადაადგილება ოპერაციის დღესვე შემეძლო, მეორე დღე კი უკვე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი და ავტომობილის მართვაც შევძელი.
კორექციის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები თუ გაქვს?
რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან მარტივი და მსუბუქად გადასატანი იყო, რადგან გულისხმობდა მარტივი დანიშნულების შესრულებას - თვალის წვეთების ყოველდღიურ გამოყენებას. ამის გარდა, მქონდა ერთადერთი შეზღუდვა - პროცედურიდან ერთი თვე არ შემეძლო აუზზე სიარული, თუმცა თვის ბოლოს აუზზეც დავბრუნდი და ამას დიდად არ შევუწუხებივარ.

რამდენად შეიცვალა შენი ცხოვრება მხედველობის ლაზერული კორექციის შემდეგ?
შედარებაც კი შეუძლებელია. რა თქმა უნდა, უსათვალოდ ან ულინზოდ ცხოვრება ბევრად მარტივი და კომფორტულია. წარმოიდგინეთ, რა რთულია, როდესაც სათვალის ან ლინზების გამო რომ ვერ ჩადიხართ აუზში, არ შეგიძლიათ დაკავდეთ სამთო-სათხილამურო სპორტით, გიჭირთ ფიზიკური აქტივობა ან უბრალოდ დისკომფორტს გიქმნით დამატებითი აქსესუარი, რომლის გარეშეც შეუძლებელია გადაადგილება.
რამდენიმე წამიანი პროცედურის შემდეგ კი სამყაროს აღქმა სულ სხვანაირი ხდება. შორს მხედველობა აღარ მიჭირს და ფერებსაც სრულად აღვიქვამ. თავისუფლად შემიძლია შორ დისტანციაზე ტექსტის წაკითხვა და ეს ძალიან დიდი კომფორტია. ყველაფერს უფრო ნათელ ფერებში ვხედავ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღარ ვატარებ სათვალეს და ლინზებს, რაც დიდ უხერხულობას მიქმნიდა გარკვეულ სიტუაციებში. მაგალითად, ძალიან მარტივად გეტყვით, აღარ მეშინია წვიმაში მოხვედრის და სათვალის დასველების.
რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ გადაწყვეტილი მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება?
თუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გაიკეთოს მხედველობის ლაზერული კორექცია და ამაში ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს, მან ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. სათვალის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად დიდი ბედნიერებაა.