ავტორი:

მექსიკური სამზარეულოს მარგალიტი #CHEFმარ­კე­ტე­რის მონაწილეებისგან - "გემრიელიას" კულინარიულ შეჯიბრს g.Vino-მ უმასპინძლა

მექსიკური სამზარეულოს მარგალიტი #CHEFმარ­კე­ტე­რის მონაწილეებისგან - "გემრიელიას" კულინარიულ შეჯიბრს g.Vino-მ უმასპინძლა

კულინარიული შეჯიბრი #CHEFმარკეტერი გრძელდება. ჟურნალ "გემრიელიას" ტრადიციად ქცეულ შეჯიბრს ამჯერად ღვინის რესტორანმა g.Vino-მ უმასპინძლა. ღონისძიებაში სხვადასხვა ცნობილი კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა თავისი ინტერპრეტაციით მოამზადა მექსიკური სამზარეულოს მარგალიტი "სევიჩე" ქართული კალმახით.

პროექტში მონაწილეობდნენ: "პარადისი ჯგუფის", "კატარის ავიახაზების", "ბალნეო კურორტი წყალტუბოს", სამშენებლო კომპანია "რეტროს", "ვივო მედიქალის", "პანეს" და "ველედას" წარმომადგენლები.

მონაწილე 7 კონკურსანტიდან საუკეთესოდ, პროფესიონალმა ჟიურიმ „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „პანეს“ წარმომადგენლის - თამთა ფხაკაძის სევიჩე მიიჩნია და გამარჯვებულის სიგელიც გადასცა.

მართალია, პროექტის წესების თანახმად კულინარიულ შეჯიბრს ერთი გამარჯვებული ჰყავს, თუმცა საჩუქრების გარეშე არც სხვა მონაწილეები დარჩნენ. მათ "კოლორპაკმა", "პალიტრა L"-მა, "ველედამ" და პანემ საჩუქრები გადასცეს.

თამთა კიკალეიშვილი, g.Vino-ს შეფ-მზარეული:

"როგორც ჟიურის წევრს, პირველად მომიწია სხვის მიერ გაკეთებული კერძის შეფასება და უჩვეულო ამპლუაში ვიგრძენი თავი. მონაწილეებმა მოამზადეს ჩვენი საფირმო კერძი - კალმახის სევიჩე და ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ კერძის ამდენი ვარიანტი შეიძლება დამზადდეს. მივესალმები მსგავსი ტიპის პროექტებს და ვისურვებ ხშირად ჩატარდეს"

თამთა ფხაკაძე, „შეფ მარკეტერის“ ივნისის თვის გამარჯვებული, „პანეს“ წარმომადგენელი:

"არასდროს მომიმზადებია ეს კერძი, ჩემი ინტერპრეტაციით გავაკეთე და გამიმართლა. იმედი მაქვს, რომ ფინალურ ტურშიც გავიმარჯვებ".

თათია ღლონტი კომპანია „პანეს“ ბრენდ-მენეჯერი:

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა. ამიტომ სიამოვნებით ჩავერთეთ პროექტში და საჩუქრებიც გადავეცით ყველა მონაწილეს. ჩვენი კომპანია „ნიკორა ჰოლდინგის“ შვილობილის „მზარეული 1“-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა და სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია ჯანსაღი ნედლეულისგან მზადდება და სახლში მომზადებული პროდუქტების გემო აქვს".

თვის საუკეთესო შეფ-მარკეტერს ჟურნალი "გემრიელია" მომავალ თვეში გამოავლენს, წლის ბოლოს 12 გამარჯვებული კი ფინალურ ტურში შეხვდებინ ერთმანეთს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი