ავტორი:

ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"

ქეთათო აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების დაკვრას აპროტესტებს - რა რეაქცია მოჰყვა მის მიმართვას "ფეისბუქზე"

ქეთათო პოპიაშვილი უკმაყოფილოა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს საავტორო უფლებების დარღვევის ხარჯზე უკრავენ. მუსიკოსის ცოლი „ფეისბუქზე“ მიმართვას აქვეყნებს.

„ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიტ რყევების ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, ყველას უნდება ის, ყველაზე მართალი სიტყვა, რომელსაც ასეთივე უკომპრომისო ცხოვრების წესით გაჯერებული მელოდია და ძლიერი მეტაფორა უმაგრებს ზურგს. უნდათ საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია - სხვადასხვა მარგინალი პარტიების წინასაარჩევნო მარათონების ბიძგის მიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც " მძინარე მზეთუნახავისთვისთვის" ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა.

ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და რათქმაუნდა მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?!

როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვიტონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღათქმაუნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო,“ - წერს ქეთათო პოპიაშვილი.

მოგვიანებით მან სტატუსი წაშალა.

მიმართვამ ფეისბუქმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. კომენტარებში მას იოკო ონოს ადარებენ და ამბობენ, რომ ჩარკვიანი თავად იდგებოდა ახალგაზრდებთან ერთად აქციებზე.

„ინტელექტუალური საკუთრება რამდენად ტრიალებდა ირაკლის თავში, როცა "საქართველოს" ტექსტზე მუშაობდა და მითუფრო მაშინ, როცა მღეროდა, აი ეგ ნამდვილად არ ვიცი. ახალგაზრდა ადამიანები მაინც არ იდგნენ იქ... ისინი, ვისაც უმღეროდა,“ - თემო სვანიძე.

„ქეთათო, ძაან ტეხავს, რომ ირაკლის სიმღერების მემკვიდრე შენ ხარ და არა ის თინეიჯერები [კრებითად] ვისაც ზუსტად ესმის ირაკლის ტექსტების შინაარსი და ზუსტად იციან სად და როგორ იმღერონ,“ - ბექა კოკაია.

„ძალიან დიდი სირცხვილია, რასაც წერთ! რას ვაჭრობთ? ამაყი უნდა იყოთ, რომ ირაკლის სიმღერაა იქ ჩართული, სადაც მომავალი თაობა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. გვიჩივლეთ და გადავიხდით, დაკისრებულ სანქციას. რამხელა ეგოიზმი გამოძრავებთ. ირაკლი რომ არ ყოფილიყო, თქვენი ვინაობაც ისეთივე უკვალო იქნებოდა, როგორც ძაან ბევრის. ვინ იქნებოდით, ან სად, ღმერთმა იცის, და ეს ყველაფერი არ გაძლევთ მორალურ უფლებას, ვინმეს ზევიდან უყუროთ.“ - ხატია გამდლიშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს