ავტორი:

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი და ეკონომიური კონდიციონერი და რა არის ინვერტორული კონდიციონერი

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი და ეკონომიური კონდიციონერი და რა არის ინვერტორული კონდიციონერი

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოს უმეტეს რეგიონებში ტემპერატურამ პიკს მიაღწია. იმისათვის, რომ სახლსა თუ სამსახურში ყოფნა კომფორტული გახდეს და სიცხემ არ შეგიშალოთ ხელი მუშაობასა თუ ყოველდღიურ საქმიანობაში, სასურველია შეიძინოთ კონდიციონერი.

სწორად შერჩეული კონდიციონერი, ცხელ სეზონზე თქვენი კომფორტის გარანტიაა.

კონდიციონერის სწორად შერჩევის ძირითად წესებთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ რჩევები სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ სპეციალისტისგან მიიღო, რომელმაც ყველაზე ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მოდელიც შეგვირჩია.

1. ოთახის მოცულობა:

„გორგიას“ სპეციალისტის თქმით, პირველი რაც კონდიციონერის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ, ოთახის მოცულობაა: ჭერის სიმაღლე, შემინული ფართი, მზის ინტენსივობა შენობის ფასადზე, ხალხის რაოდენობა შენობაში, სითბოს გამომცემი დანადგარების რაოდენობა და მათი ნაკადი, და შენობის დანიშნულება. იმისათვის, რომ კონდიციონერმა სრულფასოვნად და ეკონომიურად იმუშაოს, აუცილებელია ოთახისმოცულობის შესაბამისი სიმძლავრის კონდიციონერის შეძენა, მაგრამ დამატებით უნდა გავითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი, თუმცა უკეთესია ვენდოთ სპეციალისტს და არ შევიძინოთ კონდინციონერი ბრმად.

თუ მაგალითად, 40 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაში, სადაც მხოლოდ 2 ოთახია და ჭერის სიმაღლე არის სტანდარტული, შესაბამისი სიმძლავრის კონდიციონერს დავამონტაჟებთ, საცხოვრებელ სივრცეს უპრობლემოდ გავაგრილებთ. თუ უფრო ნაკლები შესაძლებლობების მქონე კონდიციონერი გვაქვს დამონტაჟბული ცხადია, გაგრილების ეფექტი მიიღწევა უბრალოდ დაგვიანებით და კონდიციონერი უფრო დიდი დატვირთვით იმუშავებს, რაც კონდინციონერის კომპრესორის სამუშაო რესურსს საკმაოდ შეამცირებს, შესაბამისად გაზრდის ელექტროენერგიის მოხმარებასაც.

2. ეკონომიურობა/ინვერტორული ძრავი

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს უკვე შესაძლებელია, რომ კონდიციონერი კომფორტულთან ერთად, ეკოლოგიური და ეკონომიურიც იყოს და შეგიმციროთ ელექტროენერიის ხარჯი. ამის საშუალებას კონდიციონერის ინვერტორული ძრავი იძლევა. კონდიციონერის შეძენისას უნდა დავაკვირდეთ წარწერას - Invent ანუ ინვერტორული.

ინვერტორულ კონდიციონერში კომპრესორის ძრავა სპეციალური ბლოკის დახმარებით ამცირებს ბრუნვის სიხშირეს. სწორედ ამ სიხშირეზეა დამოკიდებული კონდიციონერის მუშაობა. როდესაც ჩვეულებრივი კონდიციონერი ოთახში სასურველ ტემპერატურას აღწევს, გადადის მოლოდინის რეჟიმში, ამცირებს ბრუნს მინიმალურამდე, რათა ძრავის ჩართვის მომენტში აღარ დაჭირდეს ეგერგიის დახარჯვა. თუ ტემპერატურის მატებას დააფიქსირებს, თერმოსტატიძრავი უკვე ჩართულია და მოუმატებს ბრუნს. არა ინვერტორული ძრავის შემთხვევაში გადატვირთვა ზრდის როგორც ელექტროენერგიის დანახარჯს, ასევე ძრავის ინვერტორული ანუ ეკონომიური მოდელი თვის განმავლობაში დაახლოებით, 30 % ეკონომიას აკეთებს ჩვეულებრივ კონდინციონერთან შედარებით თუ არის სწორად შერჩეული იმ სივრცეზე, სადაც არის დამონტაჟებული.

3. არ გამოაღოთ ფანჯარა, როდესაც კონდიციონერი ჩართულია

ეს მარტივი წესი ყველამ უნდა დაიცვას, გარდა იმისა, რომ ღია ფანჯარაში კონდიციონერი სრულყოფილად ვერ მუშაობს, ელექტროენერგიის ხარჯსაც ზრდის, რადგან ოთახში არ იქნება სტაბილური ტემპერატურა და კონდიციონერი მაქსიმალური სიმძლავრით იმუშავებს შესვენების გარეშე.

4. კონდიციონერი არ უნდა აშრობდეს ჰაერს.

ორგანიზმზე ჰაერის გამოშრობა უარყოფითად მოქმედებს. თუ შეამჩნიეთ, რომ ოთახში გრილა, თუმცა ჰაერი არ გყოფნით, მაშინ კონდიციონერი არასწორად გაქვთ შერჩეული.

ხარისხიანი კონდიციონერი ჰაერს არც აშრობს და არც ანესტიანებს, პირიქით-მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ჰაერის გაწმენდის ფუნქცია ბაქტერიებისგან. რაც სპეციალური ფილტრის დახმარებით ხდება, რომელიც ჰაერის გაწმენდასთან ერთად ანადგურებს ბაქტერიებსაც. ასევე კონდინციონერს უნდა ქონდეს თვით ამოშრობის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს რომ შიდა ბლოკში, რომელიც არის შენობის შიგნით დამონტაჟებული, ჩნდება ნესტი, თუ კონდინციონერს არ აქვს ეს ფუნქცია მასში ჩნდება ბაქტერიები, სოკო და ობობებიც კი.

5. ყინვაში მუშაობის რეჟიმი

კარგი ხარისხის კონდიციონერს უნდა ჰქონდეს ყინვაში მუშაობის რეჟიმი. ზოგ შემთხვევაში ანოტაციაში მითითბული აქვს, რომ -15 გრადუსზე თავისუფლად ფუნქციონირებს, მაგრამ სინამდვილეში, აღნიშნულ სიმძლავრეს ვერ ავითარებს. ამიტომ აუცილებელია კონდიციონერი სწორ ადგილას შეიძინოთ. ყველა კონდინციონერს აქვს თემპერატურული დიაპაზონი, რომლის ფარგლებშიც მის კომპრესორს შეუძლია ფუნქციონირება. ეს ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია რეგიონზე თუ სად იყიდება კონდიციონერის სერია, მაგალითად, დუბაიში გათბობის რეჟიმი ხშირ შემთხვევაში არ აქვს კონდიციონერს.

6. უხმო მუშაობის რეჟიმი

წარმოიდგინეთ, დამღლელი დღის შემდეგ, ძილს ზუზუნის ხმა გირღვევთ, კონდიციონერს კი ვერ გამორთავთ, რადგან ძალიან გცხელათ. ამ დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად შეძენისას, მოწყობილობის ხმა აუცილებლად უნდა შეამოწმოთ. კონდინციონერებს როგორც წესი შეძენის დროს ხმა არ აქვს, თუმცა დროის გასვლის შემდეგ ეს ხმა ჩნდება მტვრის ნაწილაკების გამო, ამის თავიდან ასარიდებლად უნდა შეიძინოთ კონდინციონერი, რომელსაც აქვს თვითწმენდა.

„გორგიას“ სპეციალისტის თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციის შემცველი „ბაიმაკის“ ბრენდის კონდიციონერებია. „ბაიმაკი“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ბრენდია, რომელიც „გორგიაში“ საუკეთესო ფასად არის წარმოდგენილი. რაც შეეხება ფასებს, 40 კვადრატულ მეტრს ფართობზე გათვლილი კონდიციონერი 1166 ლარი ღირს, ხოლო მოწყობილობის ფასი, რომელიც 60 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გამოგადგებათ, 1753 ლარია.

„გორგიაში“ კონდიციონერების ძალიან დიდი არჩევანია, მათი ფასი 479 ლარიდან იწყება.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის