ავტორი:

ზურა ყიფშიძე შვილიშვილთან ერთად - ჰგვანან ერთმანეთს ბაბუა და შვილიშვილი?

ზურა ყიფშიძე შვილიშვილთან ერთად - ჰგვანან ერთმანეთს ბაბუა და შვილიშვილი?

ცნობილი მსახიობი და ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის ოჯახს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. მსახიობის ოჯახის ოთხი თაობა - დაწყებული მსახიობ ლენა ყიფშიძით, დასრულებული მისი შვილთაშვილებით, ყველამ კარგად იცის.

დღეს თქვენს ყურადღებას ზურა ყიფშიძის ქალიშვილის, მოდელ ლენუკა ყიფშიძის 18 წლის ვაჟზე შევაჩერებთ, რომელიც გარეგნობით ცნობილ ბაბუას არ ჩამოუვარდება.

ნიკუშა ნინუამ სკოლა წელს დაამთავრა და აბიტურიენტია. ის და მისი ბიძაშვილი - მსახიობ გიორგი ყიფშიძისა და მოდელ კრისტი ყიფშიძის ქალიშვილი ნატალია, კლასელები არიან და წელს 53-ე სკოლა ერთად დაამთავრეს.

ცოტა ხნის წინ მათ სკოლის გამოსაშვები საღამოც ჰქონდათ, სადაც ნიკუშა და ნატალია ცნობილ დედებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ლენუკა ყიფშიძის "ინსტაგრამის" გვერდზე მრავლად ნახავთ მამასთან და ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ლენუკა 18 წლის გათხოვდა და 19 წლისას უკვე ნიკუშა ჰყავდა. მოდელი ამბობს, რომ მაშინ დედობისთვის პატარა იყო, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად გაიაზრა მშობლის პასუხისმგებლობა.

"შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ და დღეს და-ძმასავით ვართ. მართალია, პატარა დედა ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ, მასში ბევრი ჩავდე. ალბათ, ამის შედეგია, რომ კარგად სწავლობს, თავადვე ისწავლა რუსული და ინგლისური კომპიუტერის მეშვეობით, არ მაქვს პრობლემა მეცადინეობაზე, არ ეშლება ზრდილობა, უფროსის პატივისცემა, ალბათ, ეს ოჯახის დამსახურებაცაა.

ჩემს ძმასა და მის მეგობრებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. იმის განცდა არ მაქვს, რომ პატარაა, ხან შეიძლება, ისეთი რამ მირჩიოს, მის ასაკს რომ არ შეეფერება. სასწაული იუმორი აქვს, გიორგის რას უშვრება თავისი იუმორით, ვერ აგიხსნი, აგიჟებს. ბედნიერი ვარ და ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ასეთი შვილი მყავს" - ყვებოდა ლენუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნიკუშა ნინუა ცნობილი ბაბუის მსგავსად მაღალი და სიმპათიურია, თუმცა გაყვება თუ არა მასსავით სამსახიობო კარიერას, ჯერ უცნობია...

თქვენ როგორ ფიქრობთ, გვანან ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს?

ზურა ყიფშიძე, კადრი ფილმიდან "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის"ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე

ანიტა რაჭველიშვილის რომანტიკული არდადეგები იტალიაში - ფოტოები ამალფის სანაპიროდან

"პორტო" - ახალი კლუბი ბათუმში, რომელიც აჭარაში მყოფ მელომანებს, გემოვნებიანი ელექტრონული მუსიკით, თავს დაამახსოვრებს

განახლებული "როკვა ფესტივალი" სტუმრებს შაორის წყალსაცავთან უმასპინძლებს