ავტორი:

ნუცა კუხიანიძის ოჯახური იდილია - ფოტოები სოციალური ქსელიდან

ნუცა კუხიანიძის ოჯახური იდილია - ფოტოები სოციალური ქსელიდან

მსახიობი ნუცა კუხიანიძე ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მარტში მას და მუსიკოს ბაჩო ჩალაძეს ვაჟი - თომა შეეძინათ. მსახიობმა აშშ-ში იმშობიარა.

ნუცას და ბაჩოს ურთიერთობა სამ წელზე მეტს ითვლის, თომა მათი პირველი ერთობლივი შვილია. ბაჩო ჩალაძე ახალი თაობისთვის კარგად ნაცნობ ელექტრონულ მუსიკას ქმნის, ის უკრავს თბილისის ცნობილ კლუბებსა და ფესტივალებზე. ნუცა სამსახიობო კარიერას ორი შვილის დედობას წარმატებით უთავსებს. ფილმებში მონაწილეობის პარალელურად, ის აქტიურად ხატავს.

კუხიანიძის მსგავსად, პირველი ქორწინებიდან შვილები ჰყავს ბაჩო ჩალაძესაც. ნუცა კუხიანიძისა და გუკა რჩეულიშვილის ქალიშვილი კატო კი, უკვე თინეიჯერია.

მსახიობის ოჯახური იდილია ნახეთ მის "ინსტაგრამის" გვერდზე განთავსებულ ფოტოებში.