ავტორი:

რუისთან მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს

რუისთან მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს

რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, 16 წლის გოგონა გორის კლინიკისრეანიმაციაში რჩება. მძიმე მდგომარეობაშია ავარიაში დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე.

"14 წლის ბიჭს აღენიშნება კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რაც შეეხება 16 წლის გოგონას, მას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული", - განაცხადა "გორმედი"-ს კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი