ავტორი:

"იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები" - ლევან ვასაძე პროკურატურას მიმართავს

"იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები" - ლევან ვასაძე პროკურატურას მიმართავს

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები გვიდევს ჭერში, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ 8 ივლისს, 10:00 საათიდან ვერის ბაღში შეიკრიბონ.

„რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის ვერ დაიცავს პრაიდს და მოუწოდა მათ, რომ ეს პრაიდი არ ჩატარებულიყო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ... ჩვენ ვთქვით, რომ მივალთ შიშველი ხელებით. რა თქმა უნდა, ღმერთმა ნუ ქნას და ხვალ დილამდე თუ შსს შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტს, რომ დაგვჩაგროს, მაშინ, ვისაც როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. აქვე მინდა გავემიჯნო ყველა იმ პროვოკაციას, რომელიც ვიცი, რომ იგეგმება. იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები. ჩვენ ვერის ბაღის საზოგადოება ვემიჯნებით ყოველგვარ მკვლელობას, სროლას, დანას, ძალადობას. ჩვენ მივდივართ იქ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავაშვიდოთ. მეორე - რადგანაც შსს არ აკავებს ამ ორგანიზატორებს, ესე იგი მათ უნდათ, რომ ეს პრაიდი ჩატარდეს და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ნებისმიერი მსხვერპლი, ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც მოხდება ხვალ იქ, იქნება, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობა. ბოლოს ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ჩემთვის და ყველასთვის ნათელია, რომ „ნაცების“ მიერ მოწყობილი, უცხოეთში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა და ჩაიფუშა, მათ შორის ჩვენი ხალხის ძალისხმევის წყალობით და ახლა ეს არის ბოლო პროვოკაცია. ისინი ეცდებიან, იქ დარჩენილ ერთმუჭა ხალხს... მიუხედავად იმისა, რომ 97%-მა ტელეეთერში თქვა, რომ ე.წ. პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, სხვათა შორის მითხრეს, რომ 96%-მა თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ უნდა გადადგეს... აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ცდილობენ საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევას და ამ სიბილწის და გარყვნილების აღლუმის ჩატარებას, ჩვენს შერცხვენას, ჩვენ სამუდამო დაშორებას ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან, ჩვენი რეპუტაციის განადგურებას კავკასიაში და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. ჩვენ ამ ყველაფერს არ დავუშვებთ“, - აცხადებს ვასაძე.

ბიზნესმენი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და საქართველოში არეულობის ინსპირირებაში უცხოური ძალების როლის გარკვევას სთხოვს.

„მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვუწოდო, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომელის ფარგლებშიც გარკვეული იქნება უცხოური ძალების როლი აი, ამ მიმიდნარე არეულობის ინსპირირებაში. არ მაინტერესებს, ეს რუსი დეპუტატი გავრილოვი იქნება თუ ამერიკელი მეთიუ ბრაიზა, ბებიამისი თუ დურგალი კარპენტერი, ვისი ხელიც ურევია ამ არეულობის გამოწვევაში, ყველა უნდა წარდგეს ქართული კანონმდებლობის წინაშე. ჩვენს ქვეყანას გაწვალებულს, დამარცხებულს, გაყოფილს, განათლების სისტემის ნგრევაში, ნარკომანიაში ჩახრჩობილს, გეგონება პრობლემა არ აქვს გარდა ამ მაიმუნების ტინგიცობისა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. სულ ბოლოს მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც არ აქვს ჯერ გაცნობიერებული ,რამხელა საფრთხე არის ქვეყანაში ასეთი ღონისძიების ჩატარება, გეოპოლიტიკური თუ რეპუტაციული თვალსაზრისით. არავინ არავის არსად არ ექაჩება, ნურავინ ნურავის ნუ განიკითხავს, ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი სინდისისა და ნამუსის, ჩვენი ტრადიციების მსოფლმხედველობის შესაბამისად და განერიდეთ ამ ინსპირირებულ პროვოკაციას“, - განაცხადა ლევან ვასაძე.

ბიზნესმენი მხარდამჭერებს 8 ივლისს, 10:00 საათზე ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ ვერ შედგება. ვასაძის თქმით, ათეულობით ათასი მხარდამჭერის მობილიზება იგეგმება და დაელოდებიან „ღირსების მარშის ჩატარების დროს და ადგილს“.

მან თავის მომხრეებს სამოქმედო გეგმა შეახსენა და განაცხადა, რომ ვერის ბაღში მხოლოდ წესრიგის დასაცავად მიდიან.

„ჩვენი იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. იქ მოვა უამრავი ხალხი და თუ იქ იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს ცემა-ტყეპა და სისხლის ღვრა... ჩვენი ამოცანა არის, რომ თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და უსირცხვილობის და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა. ვისაც არ დაგეზარებათ, არ დაგავიწყდებათ, გთხოვთ იქონიოთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და იქიდან შევძლოთ ამ ქამრების მეშვეობით ჩვენი ქვეყნის შეურაცხყმყოფლების გათრევა“, - განაცხადა ვასაძემ ვიდეომიმართვაში.

"ეშმაკი დეტალებშია... პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელიამ საპატიმრო უკანა გასასვლელით დატოვა

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

მკვლელობა ასპინძაში - ფერმაში მწყემსი მოკლეს: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს