ავტორი:

თინა კანდელაკი -"პუტინს ბოდიშები არ სჭირდება, მაგრამ ეს ერთადერთი შანსია, საქართველომ სახე შეინარჩუნოს"

თინა კანდელაკი -"პუტინს ბოდიშები არ სჭირდება, მაგრამ ეს ერთადერთი შანსია, საქართველომ სახე შეინარჩუნოს"

თინა კანდელაკი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ „ფსკერზე დაეშვა“, ამის შესახებ ტელეწამყვანი „ტელეგრამზე“ წერს.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის რეალური ბენეფიციარი მიხეილ სააკაშვილია.

„ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა ბინძურად, ქუჩურად გალანძღა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი - ისე, როგორც აკეთებენ ტვინგაყინული რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან.

მივიჩნევ, რომ ჩვენს პრეზიდენტს არა მხოლოდ „რუსთავი 2“-მა უნდა მოუხადოს ბოდიში, არამედ - საქართველოს ხელისუფლებამაც. არ მგონია, ვლადიმერ პუტინს ბოდიშები სჭირდებოდეს, თუმცა ეს ერთადერთი საშუალებაა, სახის „ნარჩენები“ შეინარჩუნოს ქვეყანამ, სადაც ასეთი გადაცემა გადის ეთერში.

უკვე 10 წელია, ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე და გარეწარია. მისი ადგილი არა ცივილიზებულ საზოგადოებაში, არამედ ციხეშია - იმის გამო, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. მისნაირი ადამიანები, რომლებიც სისხლისმღვრელი ომების მიზეზი ხდებიან, უკან მხოლოდ ნანგრევებს ტოვებენ. მას მთელი ქართველი ხალხის სახელით ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას ვუსურვებ,“ - წერს კანდელაკი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

გაბუნიამ კვირის 9-საათიანი გამოშვება რუსული მისალმებით დაიწყო და პირდაპირ ვლადიმერ პუტინს მიმართა:

„მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს მთავარ ტელეარხს. მინდა პირველ რიგში უდიდესი მოკითხვა გადავცე ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს.

ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

როგორ გამოიყურებოდა ნუნუკა თამაზაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ფოტოები

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები რიონის ხეობისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან

"თავიდან ბინაც არ იყო, საწყობად იყენებდნენ..." - როგორ აქციეს იურისტმა გოგონამ და მისმა მეუღლემ 25 კვადრატული მეტრის ფართი ულამაზეს სახლად