ავტორი:

ლევან ვასაძე "თბილისი პრაიდის" მსვლელობაზე - "ეს არის კუკუდამალობანა, თავის გაბითურება მათი მხრიდან"

ლევან ვასაძე "თბილისი პრაიდის" მსვლელობაზე - "ეს არის კუკუდამალობანა, თავის გაბითურება მათი მხრიდან"

"თბილისი პრაიდი" გადაიქცა თბილისი ჰაიდად - ეს არის კუკუდამალობანა, თავის გაბითურება მათი მხრიდან, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს შს სამინისტროსთან განუცხადა, სადაც მისი და მისი მხარდამჭერების მისვლამდე „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებმა მსვლელობა გამართეს.

"გასაგებია, რომ ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანები იყვნენ ერთდროულად ყველგან. რა თქმა უნდა, კურდღლებს შეუძლიათ იქ სადმე ვარკეთილში აირბინონ, რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე იქიდანაც გაიქცნენ. აქ მოვედით იმისთვის, რისთვისაც მივედით რუსთაველზე, ვერის ბაღში, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის საჯარო ზეიმი და ტაშ-ფანდური", - განაცხადა ვასაძემ.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ, სადაც მსვლელობა გამართეს. მათ ეჭირათ შემდეგი შინაარსის ბანერები: "არა ჰომოფობიას", "სახელმწიფო, სად ხარ".

"დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, საკმაოდ იშვიათი დაავადებისა გულზე, იძულებული ვარ გადავფრინდე მოსკოვში" - ლევან ვასაძე

"შეებრძოლეთ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს" - საელჩოები "პრაიდთან" დაკავშირებით საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავენ

ედუარდ სააკაშვილი ბიძის ქორწილს მეუღლესთან ერთად დაესწრო - ქორწილის ფოტოებს მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს