ავტორი:

კადიროვი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება - "ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია"

კადიროვი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება - "ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია"

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა.

"კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მითუმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია" - წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტს და მთილიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

"მუდმივად არ შეიძლება გვქონდეს ისეთი გამომეტყველება, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან მტრულ გამოხდომებს. ამიტომ, აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხდომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა" - აცხადებს კადიროვი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

გაბუნიამ კვირის 9-საათიანი გამოშვება რუსული მისალმებით დაიწყო და პირდაპირ ვლადიმერ პუტინს მიმართა:

"მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს მთავარ ტელეარხს. მინდა პირველ რიგში უდიდესი მოკითხვა გადავცე ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს. ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

"თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს ინტერესებს" - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება

"დედა და და კარანტინში არიან... ატირონ სასტიკად მოკლული ოჯახის წევრი " - ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი დახმარებას ითხოვს

"ნიღბიანმა გადაგვირბინა, საქარე მინას ქვა ესროლა და სიბნელეში გაუჩინარდა" - უკავშირდება თუ არა ზუგდიდი-თბილისის რეისის ინციდენტი მძღოლების "გარჩევებს"?