ავტორი:

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის საწამლავი დალია - იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის საწამლავი დალია - იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში, ორ წლამდე ასაკის გოგონამ თაგვის საწამლავი დალია. ბავშვი დედათა და ბავშვთა რეგიონულ სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" გადაიყვანეს, ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"კლინიკაში 1 წლის და 10 თვის გოგონა ამ საღამოს შემოიყვანეს. ოჯახის წევრების განცხადებით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო, მშობლის თქმით, მან დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა. კლინიკაში შემოყვანისას, პაციენტს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოხატული არ ჰქონდა. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ჩაუტარდა კუჭის ლავაჟი, ასევე, ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო გადასხმა. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რჩება სტაციონარში - "იავნანას" რეანიმაციულ განყოფილებაში და მონიტორინგის ქვეშაა", - განაცხადა დედათა და ბავშვთა რეგიონული სამედიცინო ცენტრის ექიმმა მარინა გერგაულმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი