ავტორი:

რას ნიშნავს ბიოპროდუქტი და რა გზა უნდა გაიაროს მან, სანამ ჩვენს თეფშზე მოხვდება?

რას ნიშნავს ბიოპროდუქტი და რა გზა უნდა გაიაროს მან, სანამ ჩვენს თეფშზე მოხვდება?

ბოლო პერიოდში ჯანსაღად კვება პოპულარული გახდა. ხშირად გვესმის ტერმინები ბიოპროდუქტი, ორგანული საკვები, რომლებიც ერთსა და იმავეს - ჯანმრთელ, ჯანსაღ, ქიმიური მინარევებისგან თავისუფალ პროდუქტს ნიშნავს.

ის, თუ რა გზას გადის პროდუქტი ჩვენთან მოსვლამდე, ჩვენს ჯანმრთელობაზე დროთა განმავლობაში აუცილებლად აისახება.

არაჯანსაღი საკვების მავნებლობის შესახებ ყველამ ვიცით, ვცდილობთ, სწრაფი კვებისგან, გაურკვეველი შემადგენლობის მქონე საკონდიტრო ნაწარმისგან თუ რძის პროდუქტების მიღებისგან თავი შევიკავოთ.

ბიოპროდუქტი ანუ ორგანულად წარმოებული საკვები:

1. არ არის გენეტიკურად მოდიფიცირებული

2. არ შეიცავს კონსერვანტებს, ემულგატორებსა და სხვა არაორგანულ ნივთიერებებს

3. მის საწარმოებლად ფერმებში ცხოველების გამოსაკვებად ან ზრდა-განვითარებისთვის ჰორმონების, ასევე ანტიბიოტიკების გამოყენება დაუშვებელია

4. მინდვრებში მცენარეთა სწრაფი ზრდისთვის კი არაორგანულსასუქსარ იყენებენ

5. თესლბრუნვის პროცესი გათვალისწინებულია, რათა მცენარეები მავნებლებმა სწრაფად არ გაანადგურონ

თავად წარმოიდგინეთ, რა რთულია, ამ მცირე ჩამონათვალის დაცვა, როცა კომპანიებს წარმოება ხელოვნური დანამატებით უფრო სწრაფად და ხარჯეფექტურად შეუძლიათ. ამიტომ მათი დიდი ნაწილი გენმოდიფიცირებულ და ემულგატორებით გაჯერებულ საკვებს გვთავაზობთ.

დღეს, როცა საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით არაორგანული საკვების მავნებლობის შესახებ ბევრი ვიცით, მაინც აქტუალურია შეკითხვები ბიოპროდუქტის მოხმარება ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის რეალურად, უკეთესია? იწვევს თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი სიმსივნესა და სხვა მძიმე დაავადებებს?

ჩვენ შევეცადეთ, ბიოპროდუქციასთან დაკავშირებით, თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ.

სანამ ბიო-პური ჩვენს სუფრაზე აღმოჩნდება, გრძელ გზას გადის. ხორბალი გამონაბოლქვისგან თავისუფალ, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე მდებარე ყანაში უნდა დაითესოს; ყანის განაყოფიერება და ჯეჯილის ზრდის დაჩქარება მხოლოდ ორგანული სასუქით შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღარ არის ორგანული.

ყანის მომკის შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ორგანულად წარმოებულ პურში არცერთი ემულგატორი და ქიმიური ნივთიერება არ უნდა იყოს დამატებული, რათა მან ჩვენამდე ყველა სასარგებლო ვიტამინი მოიტანოს.

მცენარეული პროდუქტის წარმოებისას (ყავა, არაქისი, ბრინჯი, ზეთი, ძირითად შემთხვევაში, სინთეტიკური პესტიციდები, მოდიფიცირებული გენები ან ნავთობზე დაფუძნებული სასუქები გამოიყენება. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად კი მიწის განოყიერება მხოლოდ ორგანული სასუქებით შეიძლება (მაგალითად, კომპოსტი).

მაინც რატომ არის სასარგებლო ბიოპროდუქტები?

ბიოპროდუქტები შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორებიცაა ანტიოქსიდანტები. ისინი ჩვენს უჯრედებს იცავენ თავისუფალი რადიკალებისგან ანუ არაჯანსაღი საკვებისგან, თამბაქოსგან და რადიაციისგან მიღებული მოლეკულებისგან.

გენმოდიფიცირებული პროდუქტი კი, რომლის ავ-კარგიანობაც ჯერ კიდევ დავის საგანია, საკვებში იმაზე ხშირად გამოიყენება, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მას ძირითადად, ჰერბიციდების გამძლეობის შესანარჩუნებლად იყენებენ, რათა პროდუქტი სწრაფად არ გაფუჭდეს. მაგალითად, ის ხშირად გვხვდება სოიოში, პაპაიაში, კანოლაში, ბურღულსა და ბევრ სხვა ნივთიერებაში, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ და გვგონია, რომ ძალიან ჯანსაღაც ვიკვებებით.

საქართველოშიც დიდი ხანია, გაჩნდა მოთხოვნა, რომ მხოლოდ ორგანული ჩაი, ყავა, თაფლი, ჯემი, კაკაო, შოკოლადი, ორცხობილა, მაკარონი, ბრინჯი თუ სხვა პროდუქცია მივიღოთ, თუმცა ხშირად არც კი ვიცით, რისგან დამზადებულ საკვებს ვიღებთ.

შესაბამისად, გაჩნდა ისეთი სივრცის საჭიროება, სადაც სხვადასხვა დასახელების ორგანული პროდუქცია იქნებოდა თავმოყრილი და თანაც ყველა მათგანის შემადგენლობას დეტალურად გაგვაცნობდნენ.

სწორდ მსგავსი სივრცეებით არის წარმოდგენილი სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტი“.მისი მიზანია, არაგენმოდიფიცირებული არამედ ბიოპროდუქტი შესთავაზოს თავის მომხმარებელს.

იმ ორგანული პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც „ევროპროდუქტშია“ წარმოდგნელი, ძირითადად, ექსკლუზიურია, ამიტომ ქსელმა ჯანსაღი კვების მოყვარულთა სახით ერთგული მომხმარებელი შეიძინა.

თუ ჯანსაღად კვება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა გადაწყვიტეთ, ეკოლოგიურად სუფთა საკვების ასარჩევად, სანდო და მუდმივად ახალი პროდუქციის შერჩევაში „ევროპროდუქტი“ გაგიწევთ მეგზურობას.

„ევროპროდუქტის“ დირექტორი, გიორგი ოსეფაშვილი განმარტავს, რომ ბიო ნიშნის მინიჭება პროდუქტისთვის საკმაოდ რთული პროცესია, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყნებში, საიდანაც კომპანიაიმპორტს ახორციელებს. მისი ინფორმაციით, წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დაწყებული დარგვა-დათესვიდან, დამთავრებული მოსავლის აღება-ჩაბარებით, ყველაფერი კონტროლდება.

„ნელ-ნელა ბიო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია უფრო ფართოდ ვრცელდება საზოგადოებაში, მათ იციან, რომ თუ ევროპულ პროდუქტს აქვს ბიო ნიშანი, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ მისი წარმოებისას დაცულია ორგანული პროდუქტის ყველა სტანდარტი. მთელ მსოფლიოში ადამიანები ცდილობენ იცხოვრონ ჯანსაღად, იკვებონ ორგანული პროდუქციით, ეს ტენდენცია ჩვენს ქვეყანაშიც შეინიშნება, რაც ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნავს გიორგი ოსეფაშვილი.

ჩვენს ქვეყანაში „ევროპროდუქტმა“ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. ახლა მას უკვე ბევრი მომხმარებელი ენდობა. გიორგი ოსეფაშვილი განმარტავს, რომ ეს მომსახურების მაღალმა ხარისხმა განაპირობა.

„მეორე ფაქტორი, რატომაც ვთვლით, რომ კარგად ვვითარდებით, არის ის, რომ მუდმივად ვაფართოვებთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების რიცხვს, მუდმივად ახალი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენს მაღაზიებში ექსკლუზიურ ნაწარმსაც შეხვდებით, რაც სხვაგან არსად იყიდება. „ევროპროდუქტში“ პროდუქცია უშუალოდ ქარხნებიდან მოგვაქვს რაც განაპირობებს მისი ფასის ხელმისაწვდომობას. თითოეული ადამიანი, ვინც ჩვენს მარკეტებს სტუმრობს, გვენდობა და იცის, რომ დახლებზე მხოლოდ ხარისხიან პროდუქციას შეხვდება. ეს არის ის, რის საფუძველზეც „ევროპროდუქტი“, როგორც კომპანია შედგა და თავისი ნიშა დაიჭირა, საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი ოსეფაშვილმა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის