ავტორი:

პუტინი სანქციების დაწესებას არ აპირებს : "არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის  პატივისცემის გამო"

პუტინი სანქციების დაწესებას არ აპირებს : "არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის  პატივისცემის გამო"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

“მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

VIDEO: "ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" - პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია