ავტორი:

მოდუსის  20 წლის საიუბილეო საღამო ზღვის სანაპიროზე

მოდუსის  20 წლის საიუბილეო საღამო ზღვის სანაპიროზე

კომპანია მოდუსმა წარმატებული მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია საზეიმო ვითარებაში შეაჯამა. საიუბილეო საღამოს მოდუსის გუნდის წევრები და დამფუძნებლები ესწრებოდნენ. დახურულ წვეულებაზე გაიხსენეს მოდუსის, როგორც ბიზნეს იდეის შექმნიდან დღემდე კომპანიის მოღვაწეობის პერიოდი, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ადამინებს ვინც 10 და მეტი წელი მუშაობს კომპანიაში. საზეიმოდ დაიჭრა საიუბულეო ტორტი და სხვადასხვა სახალისო აქტივოებით დაიტვირთა პროგრამა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ცოცხალი ბენდი.

"დღეს არაფორმალურ, საზეიმო გარემოში, ჩვენ ვაჯამებთ კომპანიის მოღვაწეობის 20 წლიან ისტორიას. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 წლის წინ მყარი საფუძველი ჩაუყარა იდეას და დღემდე წარმატებით მოიყვანა. ჩვენ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბევრი სიურპრიზი, გათამაშება და სიახლე შევთავაზეთ ჩვენ ერთგულ მომხმარებლებს, დღეს კი დახურულ სივრცეში ჩვენი გუნდის წევრები შევიკრიბეთ იუბილეს აღსანიშნაავად" - აღნიშნა მოდუსის მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ბედინაძემ.ღონისძიება ღია ცის ქვეშ, გონიოს სანაპიროზე გაიმართა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი